პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გაეცეს პასუხი, როგორ უყურებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმ თაღლითურ სქემას, რომელიც შეიმუშავეს სააკაშვილის დასახსნელად

Nusagi

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, როგორი დამოკიდებულება აქვს მას იმ კამპანიის მიმართ, რომელიც ციხიდან მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად არის შემუშავებული.

„გაეცეს პასუხი: როგორ უყურებს კონკრეტულად პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ, იმ თაღლითურ სქემას, რომელიც შეიმუშავეს მის დასახსნელად. ეს რეჟიმი სალომე ზურაბიშვილისთვის მისაღებია თუ არა? “, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.

„ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?“ – ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,272 ნახვა
%d bloggers like this: