არის საკითხები, როცა ბოლომდე გულახდილი ვერ ხარ, თუმცა არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ზურაბიშვილი საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მელია ამაზე ვერ საუბრობს.
„მე მიხარია, როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა მასთან დაკავშირებით ჩვენ პრეტენზიები, არ გვქონდა, ეს ყველაფერი ახლა არის მეასეხარისხოვანი, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებს, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
Facebook Comments Box