ცხოველები

ზოოპარკის დირექტორი: ახალი წლის ღამეს პირდაპირ ზოოპარკის მიმართულებით იყო სროლები, ცხოველებს წინასწარ ანტისტრესული პრეპარატები მივეცით

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ წელს, ახალი წლის ღამეს საკმაოდ ბევრი პიროტექნიკის გამოყენება აღინიშნა და ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, თუმცა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

როგორც ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, წინასწარ მიღებული იყო სხვადასხვა ზომა, ცხოველებს მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები და ანტისტრესული პრეპარატები.

„პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ, დარბოდნენ გაუთავებლად. საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ყველაფერი. სპეციალური ზომები იყო მიღებული, მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები, ანტისტრესული პრეპარატები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არ შველით და ცხოველი იღუპება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ასეთი შიში, ასეთი სტრესული სიტუაცია უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე. შემდეგ შეიძლება, გაუჩნდეთ გარკვეული დაავადებები, ხშირ შემთხვევაშიც შეიძლება, კიდევ უფრო მძიმედაც განვითარდეს გარკვეული პერიოდის მერე, რომლის მიზეზიც უკვე სწორედ სტრესში უნდა ვეძებოთ.

გნუ საკმაოდ ძლიერი ცხოველია, მაგრამ სროლების და აფეთქებების ეშინია. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც დაგვეღუპა პატარა. წინა წელს დაგვეღუპა პატარა გნუ. ნებისმიერი ცხოველის გამრავლება საკმაოდ დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და დიდ სირთულეებთან და რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია. იმავეს მოვუწოდებდი, რასაც ყოველთვის ვამბობთ, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, განსაკუთრებით, ჩვენი თხოვნა იქნება,ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ახალ წელს პირდაპირ ზოოპარკის მიმართულებით იყო სროლები, მიზანმიმართულად არა, მაგრამ ასე გამოვიდა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,671 ნახვა
%d bloggers like this: