უცხოური მედია

უკრაინაში Bild-ის კორესპონდენტი დაიჭრა

Nusagi

უკრაინაში გერმანული გამოცემა Bild-ის კორესპონდენტი ბერნ შტრიტცელი შეიარაღებული კონფლიქტის გაშუქებისას დაიჭრა. 

როგორც „ბილდის“ მთავარმა რედაქტორმა ტვიტერზე დაწერა, ჟურნალისტი მძიმედ არ არის დაშავებული. მისი თქმით,ტრავმა არ არის ძალიან სერიოზული და ამჟამად ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილას (რამდენადაც ეს შესაძლებელია) იმყოფება.

„ის უსაფრთხო ადგილზეა (რამდენადაც ეს შესაძლებელია), და ტრავმა ძალიან სერიოზული არ არის, თუმცა, ეს არის შეხსენება იმ სიძნელეებზე, რისი გადატანაც უხდებათ რეპორტიორებს უკრაინაში, რათა სიმართლე გააგებინონ ხალხს“,-წერს რედაქტორი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,202 ნახვა
%d bloggers like this: