უცხოური მედია

არც ომის, არც სანქციების შედეგად რუსეთში ღარიბთა რიცხვი არ გაიზარდა – „მედუზა“

Nusagi

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, არც ომმა,არც სანქციებმა რუსეთში ღარიბი ადამიანების რიცხვი არ გაზარდა. როგორ არის ეს შესაძლებელი? ამაში გარკვევას გამოცემა „მედუზა“ შეეცადა. 

სიღარიბის შესახებ უახლესი სტატისტიკა „როსსტატმა“ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა. სექტემბრის მონაცემებით, რუსეთში ღარიბად მიიჩნევა 17,2 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 11,8%. ომს, უპრეცედენტო სანქციებს, მშპ-ს კლებას და რუსების შემოსავლების შემცირებას, როგორც ჩანს, ამ სტატისტიკაზე საერთოდ არ უმოქმედია. „მშვიდობიანი“ 2021 წლის წლის პირველი ცხრა თვის შედეგების მიხედვით, „როსსტატმა“ გამოაქვეყნა თითქმის მსგავსი მონაცემები – 17,6 მილიონი ღარიბი ადამიანი, ანუ რუსების 12,1%. ეს ალბათ სასწაულად მოგვეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში აქ სასწაული არაფერია. ამის მიზეზი რუსეთის სტატისტიკის სპეციფიკაშია.

პირველ რიგში უნდა გავერკვეთ რას ნიშნავს „ღარიბი“?

როსსტატის ინფორმაციით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველთვიური შემოსავალი აქვთ სიღარიბის ოფიციალურ ზღვარს ქვემოთ. ახლა ეს არის 13,472 რუბლი (184 USD) ერთ ადამიანზე ზოგადად, 14,595 რუბლი (200 USD) შრომისუნარიანი ადამიანებისთვის, 11,117 რუბლი (152 USD) პენსიონერებისთვის და 13,248 რუბლი (181 USD) ბავშვებისთვის. სიღარიბის ზღვრის მაჩვენებლის გამოყენება რუსეთში ცოტა ხნის წინ, 2021 წლიდან დაიწყეს. მანამდე სტატისტიკა საარსებო მინიმუმის მიხედვით ითვლებოდა.

1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, რუსეთში დაიწყო ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ისტორიაში შევიდა, როგორც „შოკური თერაპია“. მათი მთავარი მიზანი იყო გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა.

„შოკური თერაპიის“ ყველაზე ცნობილი ნაწილი ფასების ლიბერალიზაცია იყო. საბჭოთა პერიოდში მათ სახელმწიფო არეგულირებდა, მაგრამ 1992 წელს ხელისუფლებამ ფასები გაათავისუფლა, რითაც ბაზარს ფასის თავისუფალი რეგულირების  საშუალება მისცა. შედეგად ყველაფერი ისე მკვეთრად გაძვირდა, რომ მილიონობით რუსს უცებ საკვების ფული აღარ ჰქონდა.

ყველა გაჭირვებულს ჩინოვნიკები ვერ დაეხმარებოდნენ – ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ იყო. ამგვარად, მთავრობა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: დაადგინოს ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფთა წრე და დაეხმაროს მათ სოციალური შეღავათებით. 1992 წლის მარტში პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მოსახლეობის მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტების სისტემის შესახებ“, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,179 ნახვა
%d bloggers like this: