ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:
„მიშა სააკაშვილო, მოგი@@ ახალი წელი და ბედობა, მამაჩემის დაბადების დღეს სასაფლაოზე ვხვდები, შენი რეჟიმის დამსახურებით წევს საფლავში 46 წლის მამაჩემი, შენ კიდე 6 წელიც არ გინდა ციხეში ვაჟკაცურად დაჯდე შენ ფარჩაკო კაცო? რა ცირკებს დგამ ამხელა ვირი არ გრცხვენია??? და თან სად შენი დროის ციხე და სად ახლა სადაც გდიხარ? კაია კარგად რო გექცევიან და დედას არ გაგინებენ და სულში არ გაფურთხებენ??? ხო, შენ დროს პირიქით იყო. მიშა გილოცავ, შენ სულ ციხე უნდა დაგებედოს და კიდე ვისაც შენ ეცოდები იმის დედას შევეცი ვერის სასაფლაოდან.
ბოდიშით ცოტა ზედმეტი ემოციისგან, როცა ამოვდივარ სასაფლაოზე და მახსენდება რის გამო აღარ მყავს მამა, რომელიც ყველა ბიჭისთვის კერპივით არის, მიჭირს ემოციების კონტროლი.
გილოცავთ ყველას მთელი გულით ახალ წელს და რატომღაც მართლა მჯერა, კარგი წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის!“,-წერს გიორგი ზერეკიძე.
ცნობისთვის, გიორგი ზერეკიძე ყოფილი ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა 14 წლის დააკავეს. მან ეზოში, „ვიქტორინოქსის“ დანით, ხელის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა 23 წლის მამაკაცს. თუმცა, სასამართლომ ბრალად ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო და თავისუფლების აღკვეთა 10 წლით შეუფარდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ეს არასრულწლოვანთა დასჯის უმაღლესი ფორმაა.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით თანამდებობის პირებმა ის კრიმინალად შერაცხეს და მისი დაკავება და სამაგალითო დასჯა სხვებისთვის გაფრთხილებად მიიჩნიეს.
მათ შორის იყო იმდროიდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გიორგი ზერეკიძე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე კრიმინალად პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა:
“მე ვაცხადებ ნულოვანი ტოლერანტულობას წვრილმანი დანაშაულისთვისაც კი. ქურდები, მძარცველები, ყველა მათგანი ციხეში უნდა წავიდეს. მათ მიმართ ტოლერანტობა არ უნდა იყოს. ეს ყველამ უნდა გაიგოს, სასამართლომაც და ყველამ“, _ განაცხადა სააკაშვილმა 2006 წლის 14 თებერვალს პარლამენტში თავის წლიურ მოხსენებისას.
ინციდენტის შემდეგ, გიორგი ზერეკიძის მამამ შვილი თავად მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში განმარტებისთვის, თუმცა ის იქიდან აღარ გამოუშვეს. მოგვიანებით, მშობლებმა სტრასბურგში ჩივილი გადაწყვიტეს, თუმცა თბილისის აეროპორტში, უკან დაბრუნებისას, ზერეკიძის მამა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ციხეში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ყავის მადუღარამ დენი დაარტყა.