უცხოური მედია

ეს მაკრონის ბრალია, ყველა ჩვენი მსხვერპლი თქვენს სინდისზეა – როგოზინს სურს მაკრონს ზურგიდან ამოღებული ჭურვის ფრაგმენტი გაუგზავნოს

Nusagi

„როსკოსმოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა, ზურგიდან ამოღებული ჭურვის ნამსხვრევი, რომლითაც ოკუპირებულ დონეცკში დაჭრა, რუსეთში საფრანგეთის ელჩს პიერ ლევის გაუგზავნა.

დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობდა მის დაჭრაში ოკუპირებულ დონეცკში. ის პოლიტიკოსს სთხოვს ტყვიის ფრაგმენტი პრეზიდენტ მაკრონს გადასცეს.

როგოზინი აცხადებს, რომ ის დონეცკში დაიჭრა ფრანგული ჰაუბიციდან სროლის შედეგად. ის დაემუქრა მაკრონს და აღნიშნა, რომ საფრანგეთმა პასუხი უნდა აგოს „ტერორისტულ აქტზე“.

„გთხოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს გადასცეთ ჩემი ხერხემლიდან ქირურგების მიერ ამოღებული ფრაგმენტი. ასევე, უთხარით მას, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას დონბასში საფრანგეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო დანაშაულებზე.

ყველა ჩვენი მსხვერპლი თქვენს სინდისზეა, ისევე როგორც ფაშისტური უკრაინის გამოჩენა ევროპის რუკაზე თქვენს სინდისზეა“,- აცხადებს როგოზინი.

შეგახსენებთ, როგოზინი 21 დეკემბერს, ოკუპირებულ დონეცკში, დაიჭრა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,790 ნახვა
%d bloggers like this: