საზოგადოება

„თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები?“ – სააკაშვილი ხრისტო გროზევს დახმარებას სთხოვს

Nusagi

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტს ხრისტო გროზევს დახმარების თხოვნით მიმართავს.

სააკაშვილი გროზევს სთხოვს, მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები გამოიძიოს. 

„ძვირფასო ხრისტო, დიდი ხანია ვარ თქვენი საქმიანობის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენი დახმარების თხოვნა მომიწევდა.

ალბათ იცით, რომ ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუ-იორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ ამ წლის მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში. მართლაც, მარტში თავს ვგრძნობდი ძალიან ცუდად, მქონდა მაღალი სიცხე, კრიზისული მდგომარეობა, ღებინება, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი.

კოვიდ ტესტები იყო უარყოფითი. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. ციხის ხელმძღვანელობას მოუწია ჩემი გადაყვანა კლინიკაში, სადაც ექიმებმა მაშინვე მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე, მაგრამ ადმინისტრაციამ მაქსიმალურად გაწელა დრო, რათა საწამლავის კვალი გამქრალიყო სისხლიდან.

მათთვის სამწუხაროდ, ბევრად მოგვიანებით, საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა ჩემს თმასა და ფრჩხილებში. მე გწერთ ღიად, რადგან ჩემი კორესპონდენცია მაინც კონტროლდება. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში?

დადგენილი ფაქტია, რომ გენერალი ბესედა და „ეფესბეს“ სხვა თანამდებობის პირები ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები? დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის საპოვნელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი“, – წერს სააკაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,562 ნახვა
%d bloggers like this: