პოსტები სოციალური ქსელიდან

ვატო შაქარიშვილი – ესეც თქვენი “გმირები!” “პატრიოტები,” რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან

Nusagi

ესეც თქვენი “გმირები!” “პატრიოტები,” რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან… – წერს სოციალურ ქსელში „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინაში მებრძოლის მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ეს ადამიანები საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო.

„ესეც თქვენი “გმირები!” “პატრიოტები,” რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან… საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას-ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო… ჩამოდით, ჩამოდით…“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელებულ ვიდეოში უკრაინაში მებრძოლი ამბობს – „კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს მიწასთან გავასწორებთ, თქვენთან ერთად გავასწორებთ მიწასთან, ასე კატოკივით გადაგივლით ყველას და მერე ხელახლა ავაშენებთ. აბა რა აზრი აქვს ახლა, თქვენ უნდა გერქვათ ქართველები? და თქვენ საქართველოს დროშით უნდა დადიოდეთ, ჰიმნს უნდა მღეროდეთ, პასპორტებში ქართული უნდა გეწეროთ?“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,210 ნახვა
%d bloggers like this: