უცხოური მედია

გერმანია აცხადებს, რომ ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მიღების შესაძლებლობა ამოიწურა 

Nusagi

გერმანიის ქალაქებისა და თემების ასოციაციის პრეზიდენტის, უვე ბრენდლის განცხადებით, ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მიღების შესაძლებლობა ამოიწურა. 

მისივე თქმით, გერმანელები არ ელოდნენ, რომ უკრაინელი ლტოლვილები ქვეყანაში ამდენი ხანს დარჩებოდნენ. 

„ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს ლტოლვილთა პრობლემების გადასაჭრელად, მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაწილი დასახლდა მეგობრებთან, ნაცნობებთან და გერმანელებთან, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მუდმივი გამოსავალი.

ბერლინის მთავარ სადგურზე დიდი ხანია არ დგას გერმანელების რიგები, რომლებიც მზად არიან უკრაინიდან ლტოლვილებს თავშესაფარი მისცენ. გერმანელები არ ელოდნენ, რომ ლტოლვილები მათთან ამდენ ხანს დარჩებოდნენ. გერმანული სტუმართმოყვარეობა და საზოგადოების შემწყნარებლობა უკრაინელების მიმართ საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა გერმანიის ქალაქებისა და თემების ასოციაციის პრეზიდენტმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,299 ნახვა
%d bloggers like this: