რელიგია

დღეს შობაა

Nusagi

დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

შობასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება. სიონის საკათედრო ტაძარში მსახურება 23:30 საათზე დაიწყო. ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება ლიტანიობა, ასევე პატრიარქი ყველა მორწმუნეს მოუწოდებს შობის ღამეს სარკმელთან სანთელი აანთოს და ღვთისმშობელს მოუხმოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,188 ნახვა
%d bloggers like this: