მედიცინა

რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? – ECDC-ის განმარტება

Nusagi

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი გრიპის მძიმე სეზონს პროგნოზირებს და დასძენს, რომ გრიპის მოახლოებული სეზონი შეიძლება მძიმე იყოს ხანდაზმულებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.

გრიპის ვირუსის ძირითადი ქვეტიპი, (EEA) არაპროპორციულად მოქმედებს ხანდაზმულებზე და ვაქცინის დაბალ ეფექტურობას უკავშირდება.

„A (H3N2) ქვეტიპის ადრეული გამოვლენა იმის მანიშნებელია, რომ მომავალი გრიპის სეზონი შეიძლება იყოს მძიმე, თუმცა ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება გრიპის მოახლოებული სეზონი“, – განაცხადა პასი პენტინენმა, ECDC-ის გრიპის პროგრამის ხელმძღვანელმა.

სპეციალისტების თქმით, ისეთი ზომები, როგორიცაა პირბადეები და სოციალური დისტანციის დაცვა, ეფექტიანი აღმოჩნდა გრიპის წინააღმდეგაც.

პასი პენტინენიმ ჯანდაცვის მუშაკებს მოუწოდა, აიცრან როგორც კორონავირუსის, ასევე, გრიპის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ფიზიკური დისტანცია და ჰიგიენური ზომები მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუშაობს მოხუცთა თავშესაფარში და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

მოსახლეობის დაახლოებით 20% ყოველწლიურად ავადდება გრიპით. ECDC-ის თქმით, მოხუცები, ორსული ქალები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან გრიპის მძიმე გართულებების რისკის ქვეშ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,676 ნახვა
%d bloggers like this: