უცხოური მედია

„ქრისტეს შობა ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს“ – პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო

Nusagi

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საშობაო ლიტურგიას მოსკოვში, კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო. ინფორმაციას „კოსმოპოლსკაია პრავდა“ ავრცელებს. 

პუტინმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ქვეყნის მოსახლეობას ქრისტესშობა მიულოცა. 

პუტინის თქმით, ქრისტეს შობის დღესასწაული ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს.

„ეს ნათელი დღესასწაული ადამიანებს კარგი საქმეების კეთებას შთააგონებს, ემსახურება საზოგადოებაში ისეთი სულიერი ფასეულობების და მორალური ღირებულებების დამტკიცებას, როგორიცაა წყალობა, თანაგრძნობა, სიკეთე და სამართლიანობა. მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ყველას, ვინც ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს,“ – აცხადებს პუტინი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,183 ნახვა
%d bloggers like this: