უცხოური მედია

ამერიკელი ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის დროს გული გაუჩერდა, გონს მოვიდა და დამოუკიდებლად სუნთქავს

Nusagi

ამერიკული ფეხბურთს ვარსკვლავი, „ბაფალო ბილსის“ მოთამაშე დამარ ჰემლინი, გონს მოვიდა და დამოუკიდებლად სუნთქვას. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, სპორტსმენი თავის თანაგუნდელებსაც ელაპარაკა. ჰემლინმა ასევე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულ გამოჯანმრთელებამდე გრძელ გზა აქვს გასავლელი.

რამდენიმე დღის წინ ბაფალო ბილსის“ 24 წლის მოთამაშე „ცინცინატი ბენგალსთან“ თამაშის პირველ მეოთხედში მოწინააღმდეგეს შეეჯახა და გონება დაკარგა. პირველად დახმარებას მას მოედანზე 30 წუთის განმავლობაში უწევდნენ, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენს გული გაუჩერდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,271 ნახვა
%d bloggers like this: