ბატონი ყარალაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც თაღლითობასთან დაკავშირებით 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბატონმა სააკაშვილმა იგი შეიწყალა, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას.
„ადვილი მისახვედრია, რა პოლიტიკურ ნარატივს ატარებს ის“, – დასძენს მაჭარაშვილი.
უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.
Facebook Comments Box