უცხოური მედია

თუ გინდათ, ჩამოვალ და წავიყვან სააკაშვილს – პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას შეთავაზებით მიმართა. 

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს რომ სააკაშვილი გადასცეს.

პოდოლიაკის თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება.

„უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს რომ ბატონი სააკაშვილი გადმოგვცეს. მიხეილ სააკაშვილისადმი დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. საქართველოს ისტორიისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. 

საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მკურნალობის უფლება მიეცეს. თუ საჭიროდ არ მიიჩნევენ, რომ უკრაინის მოქალაქე უკრაინას გადასცენ, მაშინ მესამე ქვეყანაში გადაიყვანონ, სადაც იმ საჭირო სამედიცინო მკურნალობას მიიღებს, რომელიც საქართველოში ვერ მიიღო. ამას ხშირად ვიმეორებთ, როგორც დიპლომატიური არხებით, ასევე პრეზიდენტი ზელენსკიც ხშირად საუბრობს ამაზე. 

რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ სურს საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც მიზანმიმართულად აწამა თავისი პრეზიდენტი ციხეში. მოვუწოდებ მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ რუსეთი არ ჩაიწერონ ისტორიაში შავი ასოებით. 

ისეთი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია, არ შეიძლება. თუ გინდათ პირადად მე ჩამოვალ საქართველოში და წამოვიყვან. პრობლემა არ არის, უბრალოდ მინდა საქართველოს მთავრობის მოტივაცია გავიგო. თუ არ უნდა საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარეს დადგეს, სწორი არჩევანი მაინც გააკეთოს. სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება“, – აცხადებს პოდოლიაკი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,238 ნახვა
%d bloggers like this: