საგარეო პოლიტიკა

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებლებს შეეხება – დაზვერვა

რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა დამატებითი მობილიზაცია 15 იანვარს გამოაცხადოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამჯერად მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებლებს გაიწვევენ. 

„რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიიღებენ კაცებს, რომლებიც ახლა როგორც სოციალურ სფეროებში, ასევე ინდუსტრიებში მუშაობენ“, – აცხადებს დაზვერვის წარმომადგენელი. 

მობილიზაცია რუსეთში – ის, რაც ცნობილია 

2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, მათ დაგეგმეს დაახლოებით 300 ათასი ადამიანის მობილიზება. 

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაცია 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,215 ნახვა
%d bloggers like this: