პოლიტიკა

მეგი გოცირიძე ემიგრანტებს: თქვენი ოჯახის წევრების პატრიოტიზმი იქ იწყება და მთავრდება, საიდანაც უშრომელი შემოსავალი ერიცხებათ თვის ბოლოს და ცალ ფეხზე ჰკიდიათ მიშაც, გაძვირებული ცხოვრებაცა და ხვალინდელი დღეც, უთხარით, მოეთრნენ მიშას სასამართლოზე!

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ემიგრანტებს საყვედურობს.

„2 მილიონი ემიგრანტი ვართო, აქედან უმრავლესობა მიშას მომხრეაო, არჩევნებზე 15 000 ( თხუთმეტი ათასი)კაცზე მეტი არ დადის, ზოგი ვერ დადის უსაბუთობის გამო, ოღონდ მე რომ მეჩხუბებით და კომენტარებსა თუ პირადში მწერთ, გაეთრიე ქუჩაში და გამოათრიე ხიხო კოლბიდანო, მე -17 წლის ასაკიდან სულ “გათრეული” და გამოსათრევების გამოთრევაში ვარ და მერე ძალიან გწყინთ, სიმართლეს რომ ცხვირ-პირში გახლით და ბლოკებს მიბრახუნებთ, წლებია ერთი და იგივე ხალხი ვართ ქუჩაში” გამოთრეულები”, ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცით, ვინ რითი ვსუნთქავთ.

ერთეულების გარდა, ემიგრანტის ოჯახის წევრები ახლოს რომ არ გვეკარებიან, იქნებ მათთვის მოგეწოდებინათ, რომ გამოთრეულიყვნენ, ხომ ხედავთ, რომ ცოტანი ვართ და ვერ ვჯაბნით რუსულ ოცნებას, მიშას გამო მიწაში რომ გვდებთ, ორჯერ რომ ითხოვა მიშას დედამ გვერდით დამიდექითო, რატომ არ დაუდგნენ თქვენი ოჯახის წევრები? ჩვენ რას აღარ გვიწოდებთ, რას არ გვაბრალებთ და თქვენ რატომ არ აორგანიზებთ მანდედან თქვენი ოჯახების შეკრებას, ორი მილიონიდან, თუნდაც ასი ათასი ოჯახი რომ გაერთიანებულიყავით, ყველგან იცნობთ ყველა ერთმანეთს, დაგეთქვათ აქცია და ოჯახიდან ერთი კაცი გამოსულიყო, ჩვენც ხომ იქ ვიქნებოდოთ “გამოსათრევები”, ამაზე არ გიფიქრიათ, ან მიშას პროცესზე რატომ არ აიძულებთ რომ ” მოეთრნენ”, რიგორც მე “მივეთრევი” თუ სხვისი ხელით უფრო ადვილია ნარის გლეჯა, თვალების თხრა, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

თქვენი ოჯახის წევრები არიან სწორედაც, რომ არ გვიერთდებიან ბრძოლაში, მათი პატრიოტიზმი იქ იწყება და მთავრდება, საიდანაც უშრომელი შემოსავალი ერიცხებათ თვის ბოლის და ცალ ფეხზე ჰკიდიათ მიშაც, გაძვირებული ცხოვრებაცა და ხვალინდელი დღეც, რადგან იმ ხვალინდელ დღესაც იქ ხედავენ, საიდანაც იკვებებიან, ვისაც გეხებათ და საკუთარ თავს ამოიცნობთ, თავის მართლების კომენტარების დაწერას არ გირჩევთ და ჩემს ლანძღვას, ზეპირად ვიცი რომელი ემიგრანტი და ვისი ოჯახის წევრი რა დოზით არის ჩართული ამ ეროვნული სირცხვილის ჩამორეცხვაში, ვინ ფინანსურად მონაწილეობს და ვისი ოჯახის წევრი ფიზიკურად….

პ.ს. ააა, გეშინიათ პრობლემები არ შეექმნათ თქვენი ოჯახის წევრებს? და როგორ ფიქრობთ, გამოსათრევებსა თუ გამოთრეულებს , არც ოჯახები გვყავს, არც ახლო ნათესავები და მეგობრები_არა? ვისაც გეწყინათ, ოდნავ დიდ ხანს მოუშვით ონკანები. მიშას სასამართლოზე მე მივეთრევი და თქვენს მიერ დაფინანსებულ ოჯახებსაც მოუწოდეთ მოეთრნენ, მერე ფოტოები გადაიღონ და თქვენ ატვირთეთ, როგორ უდგანან თქვენი ოჯახის წევრები, თქვენს მიერ მხარდაჭერილ, რუსული რეჟიმისგან ნაცემ, მოწამლულ, მომაკვდავ პრეზიდენტს, რომელსაც თქვენი თანადგომის იმედი ჰქონდა და თქვენი ოჯახის წევრების, როცა ქვეყნის საშველად მოდიოდა თავგანწირვით…“,-წერს მეგი გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,271 ნახვა
%d bloggers like this: