პოლიტიკა

მე და ბევრს ჩანაწერი არ გვჭირდებოდა, ისედაც გვაქვს მოსმენილი მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული „სიტყვები“ – თაკო ჩარკვიანი

Nusagi

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ მოიხსენიებს.

„გავრცელდა ფარული ჩანაწერი ნიკა მელიას საუბრისა, სადაც ის მესამე პრეზიდენტს უდიერად, უწმაწურად მოიხსენიებს. ჟურნალისტებმა მკითხეს აზრი ამის თაობაზე: ზოგადად ვერ ვიტან ჩამწერებს, გამავრცელებლებს და ამიტომაც ჩემს ფბ კედელზე არ დავდე ეს ჩანაწერი, ჩემს ბავშვობაში „ანონიმსჩიკებს“ ეძახდნენ, მთელი არსებით ვებრძვი მათ… არც მის ავთენტიკურობაზე ვისაუბრებ, თუმცა მე და ბევრს ჩანაწერი არ გვჭირდებოდა, ისედაც გვაქვს მოსმენილი „ლაივში“ მელიას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული „სიტყვები“.

არც მისი ერთ-ერთი მომხრის პასუხი ტვ ეთერით მომეწონა „ეს ვანო მერაბიშვილის სტილიაო“, რადგან ამ პასუხი- ბრალდებით ზუსტად იგივე გააკეთა, რაც ამ ფარული ჩანაწერის ავტორმა, ერთი ფაქტია, ნიკანორ მელიას თავმჯდომარეობას უკავშირდება ზოგადად ეს „წუმპე“ ურთიერთდაპირისპირება, ტროლ-ბოტები, უმოქმედობა, ოპონენტებთან (პარტიაში) ჩხუბი, დასავლური პარტია „ნაც მოძრაობის“ რეიტინგის კატასტროფული ვარდნა, ეს ფაქტია, ვერავინ ვერსად წაუვა.

ფარული ჩაწერები, ჩამწერები, ტიპები საზიზღრობაა, რა თქმა უნდა, ოღონდ ამ ჩანაწერის გარეშე, რასაც აფრქვევს ეს თავმჯდომარე და „მოღვაწეობს“ მიზანმიმართულად, აი, ამის გამო უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, თავმჯდომარეობიდან. თავზე ჩამოგაქციათ -ჩამოგვაქცია პროცესი, რად გინდათ, ან ვინმეს რაში სჭირდება ეს „ფარული ტალახი“, ღია „ტალახს“ მიხედეთ, „პატივცემულებო“, უხვად აფრქვევს „მოქმედებაში“ მოსული უმოქმედო თავმჯდომარე“, – წერს ჩარკვიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: