Uncategorized

„ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია“ – ვახტანგ ძაბირაძე

Nusagi

„საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია“, – ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. 

პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი – მოწამვლა, ტერაქტი, შემოვარდნა.

მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთთან არ შეიცვლება, ვიდრე არ დაინახავს, რომ რუსეთმა ომი წააგო.

„ხელისუფლებამ დაიწყო საზოგადოებაზე შეტევა. მიდის დისკრედიტირება მთლიანად მთელი დასავლური ცივილიზაციის, მისი ღირებულებების. რეალობა არის ერთი, საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან. დასავლეთთან დაპირისპირება დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან. ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია. ამიტომ, ხელისუფლებას ურჩევნია ასეთი პოლიტიკა გაატაროს, რადგან მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ასეთი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

რუსეთის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი – მოწამვლა, ტერაქტი, შემოვარდნა. დასავლეთიდან ეს – გამორიცხულია. ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების პოზიცია. 

ჯერჯერობით ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველაფერი ისე წავა, როგორც უნდა წავიდეს და უკრაინაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ, თუმცა ლოგიკური ხელჩასაჭიდი რომ ეს ასე  მოხდება არ არის. სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაინახავს, რომ რუსეთმა უკვე წააგო ყველაფერი მანამდე შეეცდება ეს პოლიტიკა გაატაროს.

ჩვენი მოკავშირეები ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, მაგრამ ამასთან, ცდილობენ ხიდები არ დაწვან. ხელისუფლებას თავისი ქმედებები გასდით, იმიტომ, რომ საზოგადოებაში რეალური პროტესტი არ არის“, – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,676 ნახვა
%d bloggers like this: