უცხოური მედია

BBC: ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ჰოსპიტალიზებულია

Nusagi

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მუცლის არეში ძლიერი ტკივილების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსი აშშ-ში, ფლორიდაში, ორლანდოს მახლობლად მდებარე კლინიკაშია. ბრაზილიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ბოლსონარუს ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს მასზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება – მაშინ ის მუცელში დანით დაჭრეს.

8 იანვარს, ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 1 კვირაში, არჩევნებში დამარცხებული ბოლსონარუს მხარდამჭერებმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა განახორციელეს. სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლსონარუმ მხარდამჭერების ქმედებები დაგმო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,247 ნახვა
%d bloggers like this: