ბელარუსში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანდრეი დმიტრიევი დააკავეს. ამის შესახებ Reuters წერს.
დმიტრიევი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და კონკურენციას უწევდა თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს.
დმიტრიევი დედაქალაქ მინსკში დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ბელორუსის ხელისუფლებას დაკავების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
Facebook Comments Box