„ახალგაზრდების უმრავლესობამ რუსული არ იცის, უფრო ინგლისური იციან, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა ეს მიკვირს“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, გასაკვირია, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საბჭოთა კავშირს არ მოსწრებიან, „რუსეთი სამშობლოზე მეტად უყვართ“.
„ერთი რაღაცის თქმა მინდა, რა მაკვირვებს, იცით? ამ ახალგაზრდებს, რომლებიც არ მოსწრებიან იმ საბჭოთა კავშირს, რუსეთს, უმრავლესობამ რუსულიც არ იცის, უფრო ინგლისური იციან, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს“, – განაცხადა ალასანიამ.
Facebook Comments Box