საპროკურორო საბჭო დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომა დღეს 12:00 საათზე გაიმართება. 15 წევრისგან შემდგარი საბჭო თავმჯდომარეს 2 წლით აირჩევს.
ამ დრომდე თანამდებობას თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.
საპროკურორო საბჭოს სხდომა საპროკურორო საბჭოს ოფიციალური Facebook-გვერდის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა.
Facebook Comments Box