საზოგადოება

აშშ-ში ქართული დროშის დღე აღნიშნეს

Nusagi

აშშ-ში, ქართული დიასპორული ორგანიზაცია ,,ერთობის“ წევრის, გიორგი ვასაძის ინიციატივით, გუშინ, აშშ -ში, თაიმ სქვერზე აღინიშნა ქართული დროშის დღე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ანსამბლ ,,ფესვების“ და ,,დიასპორის სახლის”  წევრები.

ერთი თვის წინ გიორგი ვასაძემ დაანონსა გამოწვევა, რომლის მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე, მაქსიმალურად ბევრი დროშის აფრიალება. გამოწვევას  შეუერთდა ასობით ქართველი.

როგორც გიორგი ვასაძე ამბობს,  ქართველი ხალხი სიამაყით უნდა აფრიალებდეს წმინდა, ხუთჯვრიან დროშას.

 „მე ამაყი ვარ ჩვენი დროშის ისტორიით, რომელიც დანიის შემდეგ, სიძველით მეორეა მსოფლიოში, ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა სხვადასხვა კომპოზიციებით მეთოთხმეტე საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში და მასზე გამოსახულ სიმბოლოებს და ფერს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს:

 თეთრ ფონზე გამოსახული ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით ზოგადქრისტიანული სიმბოლოა და მაცხოვარსა და ოთხ მახარობელ ანგელოზს აღნიშნავს, თეთრი ფერი უმანკოებას, სიწმინდეს და სიბრძნეს, ხოლო წითელი სიმამაცეს, სამართლიანობას და სიყვარულს ნიშნავს. და ჩვენ ქართველ ხალხს გვაქვს, წმინდა ხუთჯვრიანი დროშა, რომელსაც სიამაყით უნდა ვაფრიალებდეთ.

 დავიწყოთ საქართველოს გადროშიანება საკუთარი ოჯახებიდან, დაე მუდამ ამაყად ეფრიალოს ჩვენს დროშას ყველგან და ყოველთვის. მე ჩემი პატარა ოჯახიდან, ამ დროშის ქვეშ, გამოწვევას ვუგზავნი ამერიკაში ქართველ ემიგრანტებს და საქართველოში ყველა ჩემს მეგობარს, მეზობელს, ნათესავს, ახლობელს, უბრალოდ ნაცნობს, ყველას, ყველას ვისაც გული უძგერს სამშობლოს სიყვარულით. ჩემი მოწოდებაა, ყველამ საკუთარ ოჯახში, სამსახურში, ორგანიზაციებში, უბრალოდ ქუჩაზე, სადაც ცხოვრობთ, ქალაქში თუ სოფელში, დავკიდოთ ჩვენი ულამაზესი და წმინდა დროშა, გადავიღოთ ვიდეო, გაუგზავნეთ გამოწვევა თქვენს მეგობრებს, და ეს გამოწვევა ჯაჭვისებურად გავავრცელოთ. დღეს ინტერნეტი და სოციალური მედია საშუალებას გვაძლევს, ამ კამპანიამ მიიღოს ფართომაშტაბიანი სახე და ყველამ შეძლოს ამ ლამაზი ნაბიჯის გადადგმა“,-აცხადებს გიორგი ვასაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,198 ნახვა
%d bloggers like this: