საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით.
ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს“,-წერს მამუკა მდინარაძე.

Facebook Comments Box