ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სამედიცინო სფეროს მუშაკების მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მადრიდის ცენტრში საპროტესტო აქციაზე 30 ათასამდე მედიკოსი გამოვიდა. მათი თქმით, მადრიდის ხელისუფლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას ანადგურებს. მადრიდი, რომელიც ესპანეთში ყველაზე მდიდარი რეგიონია, სხვა რეგიონებთან შედარებით სამედიცინო-სანიტარულ დახმარებაზე ყველაზე დაბალ თანხას ხარჯავს.
მადრიდის ავტონომიის მთავრობა, რომელსაც კონსერვატიული სახალხო პარტიის წარმომადგენელი ისაბელ დიას-აიუსო უდგას სათავეში, ბოლო დროს, განსაკუთებით კი კორონავირუსის პანდემიის დროს, კრიტიკის ქვეშ მოექცა. აიუსო კი აცხადებს, რომ საავადმყოფოებში პერსონალის ნაკლებობაა, ხოლო პროტესტები და გაფიცვები მუნიციპალური არჩევნების წინ მემარცხენე პარტიების მიერ არის ორგანიზებული.