უცხოური მედია

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

Nusagi

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

ასევე გარდაცვლილები არიან შს მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, რომლებიც ვერტმფრენის ბორტზე მონასტირსკისთან ერთად იმყოფებოდნენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი კიევის ოლქში, ბროვარში ჩამოვარდა.

„ამ დროისთვის გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. მათგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. 22 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 10 ბავშვია“, – განაცხადა კლიმენკომ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,595 ნახვა
%d bloggers like this: