პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე – ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება, რაც ახლა გვაქვს, კონსოლიდაციის და ერთობის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია

Nusagi

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას თქვა, რომ „ამ ტიპის სისტემების დამარცხება, რომელიც ახლა საქართველოშია, ერთობის და კონსოლიდაციის გარეშე, შეუძლებელია“. 

ჯაფარიძის შეფასებით, სწორედ ახლა არის ისტორიული შანსი, რომ ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზას დაუბრუნდეს.

„საბოლოო ჯამში გამოსავალი არის სიმართლის თვალში ჩახედვა, იმის გააზრება სად ხარ და მერე იქიდან დაიწყო ამოსვლა მეთოდურად. მართლა მილიონი რამე ვცადე ბოლო თვეების განმავლობაში. მაკრიტიკებენ ხოლმე „ეს რატომ ვერ ქენი და ის რატომ ვერ ქენი“.

უნდა ვცადოთ, ბევრი რაღაცები უნდა ვცადოთ, უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, რომ კონსოლიდაციის და ერთობის გარეშე ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია. 

გასაგებია, რომ ადამიანებს ახლა აწუხებთ მაღალი ფასები და მეც მაწუხებს, გასაგებია რომ ადამიანებს უმუშევრობა აწუხებთ, გასაგებია რომ ადამიანები პერსპექტივას ვერ ხედავენ, გარბიან და ქვეყანა იცლება, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზას და ევროპისკენ თუ წავალთ, ამას მოაქვს მერე კეთილდღეობა და ფასების სტაბილურობა და ყველაფერი. 

პირველ რიგში გააზრება, სიმართლის თვალში ჩახედვა და სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ და რა შანსს „ვმაზავთ“ , ესაა მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ჯაფარიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,574 ნახვა
%d bloggers like this: