სელებრითები

კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ყელსაბამი $197 453 შეიძინა

Nusagi

კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ბრილიანტით ინკრუსტირებული ამეთვისტოს ჯვრის ფორმის ყელსაბამი შეიძინა, რომელიც პრინცესას Sotheby’s-ის აუქციონზე ეკეთა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ყელსაბამი „კარდაშიანების“ ვარსკვლავმა აუქციონზე $197 453 შეიძინა. როგორც აუქციონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ნივთი სასტარტო ფასთან შედარებით ორჯერ ძვირად გაიყიდა.

კარდაშიანთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, რომ კიმისთვის დიდი პატივია გარდაცვლილი პრინცესას ყელსაბამს ფლობდეს. ულამაზესი სამკაული იმ კოლექციას დაემატება, სადაც კარდაშიანი მსოფლიოში გამორჩეული, ძლიერი, მისაბაძი ქალების ნაქონ სამკაულებს აგროვებს. სწორედ ეს ქალები გახდნენ ვარსკვლავის ინსპირაცია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,619 ნახვა
%d bloggers like this: