უცხოური მედია

„ქართველებმა აირჩიეს რუსეთი, ვაღმერთებ საქართველოს“ – რუსი მსახიობი წულუკიანის განცხადებაზე, რომ საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს

Nusagi

რუსმა მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებაზე ოფიციალური თბილისის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო „საქართველოს აღმერთებს“. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამის შესახებ „გაზეტარუ“ წერს.

„თბილისი არ მიდის და არც აპირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან არ სურს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა. ქართველებმა ევროპა და სიღარიბე კი არა, რუსეთი და ფული აირჩიეს. მე მიყვარს საქართველო, ვაღმერთებ მას“, – აცხადებს სადალსკი. 

 15 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისი კიევს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,198 ნახვა
%d bloggers like this: