კრიმინალი

გარეთ ვერ გავდიოდი მეშინოდა, 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი – ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარზე

საგარეჯოში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ რამდენიმე საათი ერთ-ერთი დაჭრილი სახლში ჰყავდა, რადგან გარეთ გასვლას სროლის გამო ვერ ახერხებდა.

ადგილობრივი ამბობს, რომ დაჭრილ პირს პირველადი დახმარება სახლის პირობებში გაუწია. 

„სახლიდან ვერ გავდიოდით. მერე კუთხე-კუთხე გავათრიე, გავატარე, წავიყვანე პოლიკლინიკაში რაიმე უშველეთთქო. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი. ფეხში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. დაჭრილს ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე ჭრილობა, სახლში არაყი მქონდა. გარეთ ვერ გავდიოდი მეშინოდა“, – აცხადებს  ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი 49 წლის საგარეჯოს მკვიდრია.

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,392 ნახვა
%d bloggers like this: