საზოგადოება

„ყველას ესროდა, ვისაც კი ცოცხალს ხედავდა “ – ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარზე

Nusagi

„ყველას ესროდა, ვისაც კი ცოცხალს ხედავდა“, – ამის შესახებ საგარეჯოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა. 

ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელი საათი და 40 წუთზე მეტი ისროდა.

„პირველი წუთებზე, რომ დაიწყო ძალიან დიდი ხანი  გაგრძელდა, სავარაუდოდ, საათი და 40 წთ-ზე მეტი. მეზობლის ბიჭი გამორბოდა, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი, აქეთ კორპუსში ცხოვრობს, დაჭრილი იყო, კარები გამიღეთო. ყველას ესროდა აბსოლუტურად. ადამიანებს ვისაც კი ხედავდა ცოცხალს ყველას ესროდა“, – აცხადებს თვითმხილველი. 

ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი 49 წლის საგარეჯოს მკვიდრია.

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,562 ნახვა
%d bloggers like this: