საზოგადოება

ცოლი სხვა კორპუსში ცხოვრობდა, თვითონ აქ იყიდა ბინა. შვილს ეუბნებოდა, გარეთ არ გახვიდე, მე უნდა გარჩინოო

Nusagi

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროში 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.

სახით არ ვიცნობდი. ახლა ვნახე სურათი. ერთი შვილი აქ ცხოვრობდა, ცოლი სხვა კორპუსში. თვითონ აქ იყიდა ბინა, – ამის შესახებ ადგილობრივმა, ზაირა მაისურაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„22 წლის შვილი ჰყავს და მას ეუბნებოდა, რომ გარეთ არ უნდა გახვიდე, არ მინდა შენი მუშაობა, მე უნდა გარჩინოო. ყველა მამა ეუბნება შვილს, რომ წადი, იმუშავე ან ისწავლეო“, – განაცხადა მაისურაძემ.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,596 ნახვა
%d bloggers like this: