თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა,- ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას, 48 წლის თავდამსხმელის მეზობელი ყვება.
მეზობლის თქმით, მას ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა.
„ცოლს ძალიან ამწარებდა, ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი, ძალიან ხშირად, გაშველების დროს მეც დამმუქრებია თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი მეუღლეს ასე სადისტურად არ სცემდა, ასე სადისტურად არ მოექცეოდა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და მალავდა ამ ყველაფერს“,-განაცხადა მან .
Facebook Comments Box