უცხოური მედია

„მეგობრებო, გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ახდენს გადაჯგუფებას“ – ლოიდ ოსტინი

Nusagi

„მეგობრებო, გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ახდენს გადაჯგუფებას“, – ამის შესახებ რამშტაინის ბაზაზე გამართული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, შტატები ომში მყოფ ქვეყანას ორ-ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს.

„დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს. მეგობრებო, ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი ახდენს გადაჯგუფებას და  ცდილობს, რომ თავიდან აღიჭურვოს. ახლა შენელების დრო არ არის. პირიქით, უნდა ავუჩქაროთ ნაბიჯს. ჩვენ გვიყურებს უკრაინელი ხალხი, გვიყურებს კრემლი და გვიყურებს ისტორია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: