Uncategorized

დავით ქართველიშვილი: ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი

Nusagi

„შესაძლოა ჩვენი “ლოკალური ომის პარტიის” მიერ საკუთარი არა – ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს – მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი.

„ბევრი გვიფიქრია, საქართველოს წინააღმდეგ უკვე ფაქტობრივად ღიად წარმოებული ჰიბრიდული ომის ამ კომპონენტს – დეზინფორმაციას, ცილისწამებას, სიცრუეს – როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ. მხოლოდ მხილება, უტყუარი ფაქტებით აპელირება საკმარისი არაა.
აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, მათთვის სარეპუტაციო ზიანის მიყენება – როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი.
შესაძლოა ჩვენი “ლოკალური ომის პარტიის” მიერ საკუთარი არა – ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს – მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“- წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,574 ნახვა
%d bloggers like this: