პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე, უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა

Nusagi

ირაკლი კობახიძემ CNN-ის ეთერში გაჟღერებული კითხვის შესახებ საკუთარი სტატუსი განმარტა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სტრასბურგში გააკეთა, სადაც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ესწრება.

„სამწუხაროდ, საერთაშორისო მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, რაც ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ ტყუილია და მოგვიანებით შესაბამისი კითხვა გაჟღერდა CNN-ის ეთერში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მიერ. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის მიუღებელია. როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა. გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე, უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – აცხადებს კობახიძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითიც იგი 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით სი-ენ-ენის ინფორმაციას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,183 ნახვა
%d bloggers like this: