პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: აღდგა „ენკავედე“ და ლავრენტი პავლოვიჩი თავისი მეთოდებით.. რომელ სიაშიც უნდათ, ჩამწერონ, აი დარდი, მე ხომ ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია

Nusagi

ჩვენ გულით გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ის ჯანმრთელად იყოს , მართლა დიდი ემპათიით ვარ განწყობილი. მე მას ვერ განვსჯი ვერცერთი მისი ნაბიჯისთვის. ჩვენ ვართ ექიმები და ყველა შემთხვევაში ვიბრძვით მისი ჯანმრთელობისთვის, კარგად ყოფნისთვის, მიუხედავად მისი მიზნისა,-ამის შესახებ „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ „იმედიLIVE“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი მუდმივ წნეხს განიცდის როგორც სააკაშვილის, ისე მისი მომხრეების მხრიდან.

„ექთანი რომ იყო დაკითხვაზე, მან ვერ თქვა ხმამაღლა, რომ მიშა ემუქრებოდა- დასაპატიმრებელთა სიაში ჩაგწერო. როდესაც მე ვუთხარი, ნონა, ხომ იყო ეს ფაქტი, ხომ ჩამოხვედი ჩემთან შეშინებული და ატირებული მეთქი,  მისი პასუხი იყო -არა არა არა. მე ისიც მაგიჟებს, როდესაც მეუბნებიან- ქალბატონო ნინო, როგორ არ გეშინიათ, ესენი რომ დაბრუნდნენ, ყველას დაგვიჭერენო. ამ მაგნიტსკის თუ რაღაც სიას რომ აფრიალებენ, ძალიან სამარცხვინოდ,  „ენკავედეს“ მეთოდებით… აღსდგა ლავრენტი პავლოვიჩი თავისი მეთოდებით და სიების ფრიალით. ჩემი ექთანი მორბოდა, ვაიმე, ქალბატონო ნინო, გადმოგცეს, რომ არ ინერვიულოთ, იმ სიაში არ ხართო. მე ვუთხარი, ჩემო სიხარულო, აი დარდი, რომელ სიაშიც უნდათ, წერონ და იკითხონ. მე ხომ ვიცი, რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია. საერთოდ არ მადარდებს, რა სიაში ჩამწერენ. მე ის ვიცი, რომ მისთვის ვაკეთებთ გაუკეტებელს. მიუხედავად ამხელა წნეხისა. მე უკვე ხარის ტყავი, მაქვს, მე უკვე ვუძლებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი სტაფი ამას ვერ უძლებს. ყველას ვერ მოვთხოვთ ნინო ნადირაძეობას“,-განაცხადა მან. 

ნინო ნადირაძემ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჩაპურიძეზე და აღნიშნა, რომ ის არის თავისი საქმის პროფესიონალი, თუმცა მის მიმართ იბრძვის წესების გარეშე. 

„როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, მან მითხრა, რომ არანაირი ემპათია არ გააჩნია თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. ვისაუბრეთ, საერთო წრე გამოვნახეთ, მან გამომიცხადა, რომ პატიმრის მიმართ არ გააჩნია არანაირი სიმპათია, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯიო. მითხრა, რომ მას ეხება მხოლოდ სასჯელის გადავადება და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, გამართლების საქმე სხვა ადვოკატებს ეხებათო. ისაუბრა სააკაშვილის ანტისანიტარიაზე- ეს რა სუნი დგას პალატაშიო, მერე უცებ გადის კიბეებზე და ყვება, რომ პაციენტს აქვს გვამური ლაქები და ყარს იმიტომ, რომ ცუდად არის. აი ასეთი ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს ჩემს მიმართ. საკმაოდ თავშეკავებული ვარ, მაგრამ ზოგჯერ გინდა, თავი დაიცვა“,-განაცხადა ნინო ნადირაძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,619 ნახვა
%d bloggers like this: