მედიცინა

ნინო ნადირაძე მარიამ ჯიშკარიანზე: შემოვარდა კაბინეტში ეს ქალბატონი, მიკიოდა ბოლო ხმაზე

Nusagi

“ვივა მედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად კლინიკაში მისულმა ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მას და სამედიცინო პერსონალს უვიცები უწოდა.

„პირველი დღიდანვე, როდესაც „ემპათიის“ წევრები მოვიდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. შემოვარდა კაბინეტში ეს ქალბატონი კივილით. მიკიოდა ბოლო ხმაზე, რომ ჩვენ ვართ უვიცები. „თქვენ ვინ ხართ საერთოდ, არაფერი გაგეგებათ, თქვენ არაფერი იცით“. ყველაფერზე მეჩხუბა. ბოლოს ვერ მოვითმინე და [ვუთხარი], რომ ეს „ენკავედეს“ ბოლშევიკური ტონი დაეწია და დაეტოვებინა ჩემი კაბინეტი და მიეხედა თავისი საქმისთვის.

ექსპერტიზა კი ბატონო. მეგონა შემოვიდოდნენ, ამას ექნებოდა თანამშრომლობის სახე, რომ ეს იქნებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ველოდები კონსტრუქციულ საუბარს და არა ასეთ აგრესიულ თავდასხმას. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს. თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა, ნებისმიერ მათ კვლევებზე ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ გადაცემაში “იმედი LIVE”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,574 ნახვა
%d bloggers like this: