საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ირაკლი კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს. თუ სადმე რჩებოდა სივრცე სპეკულაციისთვის, ფაქტებითა და კონკრეტული ციფრებით გაქარწყლდა

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტს ეხმიანება.

მისი თქმით, კობახიძის მიერ დასახელებული ფაქტების შემდეგ თუ ვინმე გაბედავს და იკადრებს და ისევ გაგრძელებს ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, ამით ის მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს.

„ირაკლი კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს. თუ სადმე რჩებოდა სივრცე სპეკულაციისთვის, ფაქტობრივად, ფაქტებითა და კონკრეტული ციფრებით მოხდა გაქარწყლება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე. თუ ამის შემდეგ ვინმე გაბედავს და იკადრებს და ისევ გაგრძელებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, ამით ის მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს. აქამდეც რომ გადაგვეხედა იმ ადამიანთა ჯგუფებისთვის, ვისაც ეს მიზნად ჰქონდათ დასახული, ცხადია, ერთი მხრივ, ეს იყო ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია და ასევე საეჭვო რეპუტაციის ჟურნალისტებიც. გვახსოვს, მაგალითად ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც რუსული წარმოშობისაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითიც იგი 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით სი-ენ-ენის ინფორმაციას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,271 ნახვა
%d bloggers like this: