Uncategorized

„ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები დასახელდნენ🎬

ანტიპრემია „ოქროს ჟოლოს” ორგანიზატორებმა 43-ე დაჯილდოების ნომინანტთა სია გამოაქვეყნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – რვა ნომინაცია მერილიონ მონროს შესახებ ბიოგრაფიულმა ფილმმა „ქერა“ მიიღო, რომელშიც მთავარ როლს ანა დე არმასი ასრულებს. „ყველაზე ცუდი ფილმის“ წოდებისთვის ასევე რეპერისა და მომღერლის Machine Gun Kelly-ს კომედია „დილა მშვიდობისა“ იბრძოლებს – ჯამში სურათი 7 ნომინაციაშია წარდგენილი.

ნომინაციების რაოდენობით მესამე ადგილზე კი Disney-ს მიერ გადაღებული „პინოკიოა“.

ნომინანტთა სრული სიის ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ. დაჯილდოების ცერემონია 11 მარტს, „ოსკარის“ დაჯილდოებამდე 1 დღით ადრე ჩატარდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,814 ნახვა
%d bloggers like this: