პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: საინტერესო სახელწოდების გამოცემა შეურჩევია ბატონ კასიანოვს ინტერვიუს მისაცემად, მაგრამ აქ მთავარია ის ყოვლად უაზრო და უმადური დამოკიდებულებაა, რასაც ბატონი დროებითი რწმუნებული იჩენს იმ ქვეყნის მიმართ, ვინც უკრაინის უამრავი მოქალაქე შეიფარა

Nusagi

„საკმაოდ საინტერესო სახელწოდების გამოცემა შეურჩევია ბატონ კასიანოვს ინტერვიუს მისაცემად – “Европейская Правда“, მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის. მთავარი ის ყოვლად უაზრო და უმადური დამოკიდებულებაა, რასაც ბატონი დროებითი რწმუნებული იჩენს იმ ქვეყნის მიმართ, ვინც უზრუნველყო მათთვის ფინანსური დახმარება და ეს ყველაფერი იმ საერთაშორისო პარტნიორების „დახმარების“ ფონზე, როცა უკრაინიდან დევნილ ადამიანებს გეტოებში აცხოვრებდნენ“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე.

„გამოცემა “Европейская Правда” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოში უკრაინის საქმეების დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვთან, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში „უსაფრთხოების რეალური რისკების გაზრდასთან“ დაკავშირებით, საელჩო არ გამორიცხავს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს რათა განიხილონ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის შესაძლებლობა. საკმაოდ საინტერესო სახელწოდების გამოცემა შეურჩევია ბატონ კასიანოვს ინტერვიუს მისაცემად – “Европейская Правда“, მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის. მთავარი ის ყოვლად უაზრო და უმადური დამოკიდებულებაა, რასაც ბატონი დროებითი რწმუნებული იჩენს იმ ქვეყნის მიმართ, ვინც უკრაინის უამრავი მოქალაქე შეიფარა, უზრუნველყო მათი საცხოვრებელი, განათლება. უზრუნველყო მათთვის ფინანსური დახმარება და ეს ყველაფერი იმ საერთაშორისო პარტნიორების „დახმარების“ ფონზე, როცა უკრაინიდან დევნილ ადამიანებს გეტოებში ( ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აცხოვრებდნენ (ყველას გვაქვს ნანახი ის კადრები, თუ როგორ ტირიან ქალები, როცა გერმანიაში მავთულხლართებით შემოსაზღვრულ სივრცეში ავტობუსებით შეჰყავთ. და კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია, რაც საკმაო რაოდენობით ვრცელდებოდა).

„გაზრდილი რისკებიო“. არადა ყველას გვინახავს როგორ სხედან ერთად რესტორანში, თუ კაფეში ერთ მაგიდასთან რუსები და უკრაინელები, როგორ ჭამენ (დიახ, სწორედაც რომ „ჭამენ“ და არ „მიირთმევენ“) ხაჩაფურს და ყლურწავენ ხვანჩქარას. როგორ არის უფასო უკრაინის მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი სერვისი, რაც არა მგონია, რომ იმ „საერთაშორისო პარტნიორ“ ქვეყნებში ჰქონდეთ. კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ არ ვიტყვი იმიტომ, რომ არ გაიგებს რადგანაც დავალება აქვს, რომ ასე უნდა თქვას. გინდათ მიმართოთ? მიმართეთ. აგრემც გიქნიათ (უკაცრავად და სარი როგორ არის უკრაინულად?) თუ გნებავთ მე დაგარეკინებთ ჩემი ტელეფონიდან, ფული რომ არ დაგეხარჯოთ“- წერს გია გაბრიჭიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,574 ნახვა
%d bloggers like this: