პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე კასიანოვის განცხადებაზე: დღეს როდესაც არავინ იცის რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები, ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში

Nusagi

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში.

ბოჟაძე წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას.

„რუსეთ-უკრაინის ომიდან თითქმის 1 წლის განმავლობაში 200 000-მდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, მათგან 30 000-ზე მეტი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს, ასევე ასიათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და გავიდა ქვეყანაში, მაგრამ არ დაფიქსირებულა არცერთი ინციდენტი ან კონფლიქტი უკრაინელებსა და რუსებს შორის. დღეს როდესაც არავინ იცის რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები, (სახმელეთო გზით მიმოსვლა არც არასდროს შეწყვეტილა) ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში, რაც ძალიან სამწუხაროა… მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,607 ნახვა
%d bloggers like this: