სამართალი

ზურაბ ქადაგიძე: აშშ-ს საელჩოს მიერ იგნორირებულია და პრაქტიკულად ე.წ. არაღიარების პოლიტიკას აწარმოებს იუსტიციის მოქმედი საბჭოს და მისი წევრების მიმართ. რეალურად ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების მთავარი ორგანოს მიზანმიმართული დაკნინება, არანაირი თანამშრომლობა, ამის საპირისპიროდ -„მუშაობა“ და ინდივიდუალური კომუნიკაცია კონკრეტულ მოსამართლეებთან

Nusagi

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დაუფარავად და პირდაპირაა განხილული საქართველოში როგორ უნდა განხორციელდეს „სასამართლო შტოს რეკონსტრუქცია“ და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა მეთოდებით უნდა განხორციელდეს მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა.

„საქართველოში სასამართლოზე ორგანიზებული შეტევების და ხელოვნური დისკრედიტაციის ანატომია

(გეგმა, მიზნები, მონაწილეები)

„მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა …. ახლა გამოჩნდება რისი ტრ… გვაქვს“ (ავტორის სტილი სრულად დაცულია, 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქის პოსტი), რომელიც გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 ივნისის აქციის წინა დღეებში.

ეს არ გეგონოთ ვინმე რიგითი პოლიტ-ანგაჟირებული მოქალაქის ფეისბუქ-პოსტი. მისი ავტორი(ფეისბუქის პროფილის კუთვნილება და პოსტის ავთენტურობა დადგენილია შესაბამისი წესით), რომელიც საჯაროდ გამოხატავს მის განსაკუთრებულად დადებით განწყობას 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მკვეთრ პოლიტიკურ ოპოზიციურ პოზიციას აფიქსირებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ , გახლავთ არც ერთი მეტი არც ნაკლები, USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Intitute) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის PROLOG (Promoting Rule of Law in Georgia) -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის ა.შ.შ-ს საელჩოს ხაზით – ინგა თოდრია. და ვინ არის ინგა თოდრია? ქალბატონი ინგა ყოფილი მოსამართლეა, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის თანამდებობას, ხოლო 2010 წლიდან გახდა ა.შ.შ.-ს საელჩოს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიკის განსაზღვრის და რეფორმების მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნული პოლიტიკური პოსტებისა და პოლიტიკური მოტივაციის პარალელურად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინგა თოდრიას ძირითად საქმიანობას (www.ewmi-prolog.org) დეტალურად არის მითითებული) – ამერიკელი ხალხის სახელით (USAID – From the American People) საქართველოში სასამართლო რეფორმების პოლიტიკის შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს. სწორედ ამ რეკომენდაციების დიდი ნუსხა აშშ-ის საელჩომ საქართველოს პარლამენტს 2022 წლის აგვისტოში წარუდგინა, თუმცა მათ შორის დაჟინებით ითხოვდა სამი უპრეცედენტო და ძირითადი რეკომენდაცია/ინსტრუქციის შესრულებას, რომელიც ჯერ სასამართლო ხელისუფლების პარალიზებას და შემდგომში კი მისი ფაქტობრივად პირდაპირ ოპოზიციისთვის დაქვემდებარებას გამოიწვევდა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.შ.-ს საელჩოს მხრიდან(სადაც სწორედ ამ მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელია ინგა თოდრია, რომლის ფეისბუქ პოსტიდანაც აშკარად ჩანს მისი განზრახვები) იმ კაბალურ, უპრედედენტო სარეფორმო მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოს ნაწილში გავრცელდა „ხალხის ძალის“ განცხადება 2022 წლის 16 აგვისტოს, სადაც ხაზი გაესვა, რომ რომ ასეთი ულტიმატუმები საკანონმდებლო ცვლილებებზე მიუღებელი იყო და თუ რა მიზნები იკვეთებოდა მათ უკან. 

თუმცა, დღეს არსებული რეალობის უკეთ აღსაქმელად, უმჯობესი იქნება ასევე დეტალურად გავიხსენოთ და სიღრმისეულად აღვწეროთ, ქ-ნ ინგა თოდრიას დამსაქმებლის – აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)-ს მიზნები და საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

ძალიან შორს წარსულშიც, რომ არ დავბრუნდეთ 1998-2001 წლებში სააკაშვილის პოლიტიკური აღზევების პროცესში, სწორედ ამ უკანასკნელს USAID-ის ჩართულობით სასამართლო სისტემის რეფორმირება ჩააბარეს. ცხადია აშშ-ს უშუალო ჩართულობით და სწორედ სასამართლოში შეტანილი არეულობით, ვითომ გატარებული „პროგრესული რეფორმებით“ და მასზე მოპოვებული გავლენით, შესაბამისად იქ განხორციელებული საკუთარი კადრების დანიშვნებით, იგივე იუსტიციის იმჟამინდელ საბჭოში მიმდინარე პროცესებით დაიწყო მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების შევიწრეობისა და წნეხის ქვეშ მოქცევის, შემდეგ კი დასუსტების ინტენსიური პროცესი, რაც საბოლოოდ ხელისუფლების სააკაშვილის მიერ ხელში ჩაგდებით დასრულდა. ანალოგიურად ახლაც იგივე პარალელი იკვეთება: ცდილობენ სასამართლოში არეულობის, შიდა დაპირისპირების და გახლეჩვის ელემენტების შემოტანას, სისტემის პარალიზებას,ხოლო გარედან თავს ახვევენ უპრეცედენტო, დესტრუქციული რეფორმების კასკადს, რათა შემდგომ ოპოზიციამ იგივე სქემით გავლენა მოიპოვოს სასამართლო სისტემაზე, რაც საბოლოოდ აშკარაა რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იქნება აქტიურად გამოყენებული.

საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შესაბამისი პროექტების ჩართულობით, უკვე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 2004-2005 წლებში საქართველოს საერთო-სასამართლოების სისტემის ე.წ. ხელახალი წმენდა განხორციელდა, რა დროსაც ყოველგვარი კრიტერიუმისა თუ საფუძვლის გარეშე ასეულობით მოსამართლე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნულ კვლავ ე.წ. სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა უწოდეს, რის შემდგომაც დაიწყო ე.წ. რეფორმირებული სასამართლოს მუშაობა და საინტერესოა ის, რომ 2012 წლამდე საელჩოს, მის დაქვემდებარებულ სააგენტოებსა თუ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია სასამართლო სისტემის გარშემო. არანაირი კრიტიკა თუ მწვავე შეფასება მათი მხრიდან სასამართლოს მიმართ არ ხდებოდა. არანირ ცვლილებათა მოთხოვნა არ გაჟღერებულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი მხრიდან და ხელისუფლება თავისი ნების და საჭიორებების შესაბამისად ცვლიდა ისე კანონებს, რომ არავინ ამას არ იმჩნევდა(თუნდაც გირგვლიანის საქმეზე 3 კვირაში ისე შეამსუბუქეს დამნასავეებისათვის კანონი, რომ ხმაც არავის ამოუღია და ა.შ.). ცხადია არც ვენეციის კომისიაში არ იგზავნებოდა კანონპროექტები და ფორმალურად აზრსაც მათ არავინ ეკითხებოდა, ვინაიდან ადგილზე სრული მხარდაჭერა გააჩნდათ ა.შ.შ.- საელჩოსი და სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაციისთვის არც კლიპები თუ ფილმები არ ფინანსდებოდა მათი მხრიდან, დღევანდელობისგან განსხვავებით. ცხადია, არ გვახსენდება არც ერთი სტატუსი თუ მოწოდება ხელისუფლების შეცვლისაკენ, როგორსაც მაგალითად დღეს ვხედავთ თუნდაც – აშშ-ის სასამართლო რეფორმების პროექტის ხელმძღვანელის – ინგა თოდრიას მხრიდან. ამჟამად კი როცა სწორედ ა.შ.შ.-ს და ევროკავშირის ჩართულობით სასამართლო რეფორმის 4 ტალღა განხორციელდა, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი მათივე მოთხოვნით დაახლოებით 1 წლის განმავლობაში!! 2 ჯერ შეიცვალა და 2-ივეჯერ გაეგზავნა ვენეციის კომისიას და შეჯერდა მასთან, ისევე როგორც სხვა კანონები ე.წ. ექსპერტიზას გადის ჯერ ადგილობრივ დონეზე არაოფიციალურად, შემდეგ კი იგზავნება ვენეციის კომისიაში, მაინც სრული შეტევის ქვეშაა სასამართლო სისტემა და კვლავ ითხოვენ უკვე უპრეცედენტო და უანალოგო ცვლილებების განხორციელებას, რათა როგორმე ჩამოშალონ სასამართლო, რითაც დასტურდება, რომ რეალური მიზანი მართლა სასამართლოს ჯანსაღი რეფორმირება კი არ არის, არამედ სისტემის ჩიხში შეყვანა და მასზე ოპოზიციის პოლიტიკური გავლენების მოპოვების ხელშეწყობაა. 

მაგრამ, გასაკვირი არც ეს არის, რატომ? იმიტომ ….. თუ სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს ვნახავთ, მივხვდებით, რომ ქვეყნებში სადაც, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ამ ძალისათვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფი, მაშინ მიუხედავად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა, სასამართლო სისტემის არასწორი ფუნქციონირებისა და ა.შ. ამერიკელი ხალხის ხმა ამ ქვეყნის მოსახლეობას არ ესმის, რადგან ეს ხმა დუმს (მაგალითად – საქართველო 2004-2012 წლები) …… ხოლო ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება ფავორტ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, მაშინ მიმდინარეობს გაძლიერებული კოლექტიური თავდასხმები, პირველ რიგში სასამართლოს დისკრედიტაციისა თუ სასამართლო სისტემის ჩამოშლის მიზნით, რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ შედეგად მოჰყვება, ხელისუფლების სხვა შტოების ჩამოშლაც. ამ დემოკრატიის სახელით სასამართლოსადმი ბრძოლას, სხვადასხვა სახელს, მათ შორის, ვეტინგსაც-მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურას (ასე ვთქვათ, მოგონილი კვაზი ორგანოების მიერ ვითომ მოსამართლეთა კვალიფიკაციისა და პატიოსნების გადამოწმების საფარქვეშ ხელოვნურად შექმნილი საკვალიფიკაციო კომისიების მიერ მოსამართლეთა შემოწმების და შესაბამისად მიმდინარე პროცესი, რეალურად კი სისტემიდან გაყრის რეპრესიული მექანიზმი) უწოდებენ. 

თუმცა საქართველოში ამ „თვალთმაქცური შესაბამისობის შემოწმების“ გარეშეც კი, პირდაპირ მოახდინეს მოსამართლეთა გაყრა 2004-2006 წლებში, რაც განახორციელეს ბარბაროსული მეთოდებით და მოსამართლეთა პირდაპირი დისციპლინური რეპრესიებით(ერთ-ერთი დისციპლინური მდევნელი იუსტიციის საბჭოს მხრიდან სხვათაშორის ნიკა გვარამია იყო), ისე რომ ფორმალურდაც კი არ შეუქმნიათ რაიმე კომისია. 

ანალოგიური მიზნები და იდენტური ქმედებების ოღონდ უფრო დახვეწილი ფორმებით განხორციელების სურვილი ეხლაც აქვთ და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გამუდმებული დისკრედიტაციის და „გაშავების“კამპანია, რომელსაც აფინანსებს და სხვადასხვა პროექტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით აქტიურად ახორციელებს ა.შ.შ.-ს საელჩო. სწორედ მათი დონორობით ხდება სხვადასხვა ფილმების თუ კლიპების დაფინანსება, სასამართლოს საქმიანობის მუდამ უარყოფითი შეფასება, მათი შიდა არჩევნების თუ დანიშვნების მუდამ მკაცრი დაგმობა, შეჩერების მოთხოვნა და და ა.შ. თვით საელჩოს მიერ და და რაც მიზნად ისახავს სასამართლოს მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, რათა მომავალში ზემოაღნიშნული ე.წ. ვეტინგის(მათთვის მიუღებელი მოსამართლეთა გადარჩევის თუ გამოხშირვის პროცესებს)ნოყიერი ნიადაგი აქედანვე მოამზადონ. 

ასე მაგალითად, 2022 წლის 21 თებერვალს სოროსის ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გაიმართა ამავე ორგანიზაციის დაკვეთით და დაფინანსებით გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია, სწორედ მოსამართლეთა თანამდებობებზე შესაბამისობის შემოწმების პროცედურებთან (ვეტინგთან) და მის მეთოდებთან დაკავშირებით და მიმოხილულია თუ როგორი უნდა იყოს კონკრეტულად საქართველოსთვის ეს რეკომენდაციები. ამ ნაშრომის აკადემიური ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ავტორია ქართული ლიბერალური ფრთის ახალგაზრდა აგრესიული წარმომადგენელი დავით ზედელაშივილი(მასაც დამთავრებული აქვს სოროსის გრანტით, მისივე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურა უნგრეთში), და გამოირჩევა რეაქციული და რადიკალური იდეებით, ოპოზიციურ ფლანგზე.

ამ 150 გვერდიან ნაშრომის შესავალშივე აქცენტი კეთდება, რომ თითქოს საქართველოს საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში სასამართლო ხელისუფლების შტოს აქვს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა და უფრო მეტიც, ვინაიდან წარუმატებელმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა ეს ვითარება ვერ გამოასწორა, პირდაპირ აქცენტი კეთდება მოსამართლეთა კორპუსის რადიკალურ რეფორმაზე(ანუ მოსამართლეთა სისტემიდან გაყრაზე და რეპრესიებზე), რაც ავტორის თქმით თითქოსდა საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. რეალურად კი სწორედ ამ ავტორის მთავარი იდეოლოგის გიგა ბოკერიას, თავისუფლების ინსტიტუტის და მისი ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში განხორციელდა სასამართლოს არათუ რადიკალური რეფორმა(რაც ფორმალურად მაინც რაღაც კანონიერ ჩარჩოებს გულისხმობს), არამედ მოხდა მოსამართლეთა კორპუსის ძალადობრივი წმენდა, მათი დიდი უმრავლესობის იძულებით გაყრა, დევნა, მუქარა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და რაც მთავარია, სასამართლო სისტემისთვის უფლებამოსილების უკიდურესად შემცირება კანონმდებლობის დონეზე(მაინც ყოველი შემთხვევისთვის), რომ თეორიულადაც კი რაიმე „ზედმეტი უფლებები“არ ჰქონოდათ. სამწუხაროდ ეს პერიოდი ნაშრომის ავტორს „რატომღაც“ არ ახსოვს და თურმე აქამდე შელამაზაბული ტერმინოლოგიით – „პერსონალის რადიკალური რეფორმა“(იხ. გვ 3) ანუ რეალურად „მოსამართლეებზე ნადირობა“, მისივე ფავორიტი ყოფილი ხელისუფლების პირობებში საქართველოში „ვითომ“ არ განხორცილებულა.

ნაშრომის მე-2 ნაწილი ეთმობა ალბანეთში განხორცილებეულ ვეტინგის პროცესს, რომლელმაც საერთაშორისო დონეზეც სკანდალური შინაარსი შეიძინა და ამ თემაზე თვით ამერიკის სენატშიც კი გამოძიების დაწყება მოითხოვეს(ამაზე დაწვრილებით ქვევით ვისაუბრებთ). ეს პროცესიც იმავე სოროსის ორგანიზაციის, USAID-ის და ალბანეთში ა.შ.შ.-ს საელჩოს უშუალო ჩართულობით და აქტიური მონაწილეობთ განხორციელდა და რასაც შედეგად დაახლოებით მოსამართლეთა საერთო რაოდენობის (დაახლოებით 280-მდე) თითქმის 2/3-ის სისტემიდან გაყრა მოჰყვა სხვადასხვა ფორმით. შესაბამისად ასე ვთქვათ ალბანეთის პრეცედენტი ნაშრომში მისაღებ მოდელადაა წარმოდგენილი, ხოლო ნაშრომის მე-3 ნაწილში რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს დაუფარავად და პირდაპირაა განხილული საქართველოში თუ როგორ უნდა განხორციელდეს „სასამართლო შტოს რეკონსტრუქცია“(პირდაპირი ციტირებაა იხ. ნაშრომის მიმოხილვა, გვ.3) ანუ ჩამოშლა და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა მეთოდებით და პროცედურებით უნდა განხორციელდეს მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა – იგივე ვეტინგის პროცესი. ეს კი, ავტორის მოსაზრებით, პირველ რიგში ითვალისწინებს ზოგადად სასამართლო კლანის(ეს ტერმინი პირდაპირ არაერთხელაა გამოყენებული) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ყველა დონის სასამართლოს მათ შორის უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების პირდაპირ გათავისუფლებას თანამდებობებიდან და ყველა მოსამართლის „გადამოწმებას“ თუ რამდენად იმსახურებს თითოეული მათგანი ამ პოზიციაზე მუშაობას ანუ უნდა მოხდეს სასამართლო კორპუსის ძიირითადი კონტიგენტის „გამოხშირვა“(ცხადია მათთვის მისაღები ზოგიერთი პერსონების გამოკლებით), რათა მათი ადგილები შეივსოს სანდო და „საჭირო“ კადრებით. რეალურად ეს „რეკომენდაციები“ გულისხმობს არსებულის სისტემის პარალიზებას და მოშლას, რაშიც ცხადია იგულისხმება მოსამართლეთა დევნა, რეპრესიები, სისტემიდან გაყრა სხვადასხვა აპრობირებული ძველი თუ ახალი მეთოდებით და ა.შ. ავტორი არც მალავს და პირდაპირ მიუთითებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, ყველა დონის (მათ შორის უზენაესი და საკონსტიტუციო) სასამართლოს თავმჯდომარეები, პალატის და კოლეგიის თავმჯდომარეები უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და მათი „გადამოწმების“ ანუ ვეტინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაძლოა მიეცეთ ე.წ.“რეაბილიტაციის“ საშუალება, თუ ცხადია ახალი კანონის მოთხოვნებს „დააკმაყოფილებენ“. რეკომენდაციების თანახმად, ვეტინგის ჩასატარებლად უნდა შეიქმნას შემოწმების ორდონიანი ორგანოები: ე.წ საკვალიფიკაციო კოლეგიების და სააპელაციო პალატების სახით. ამ ორგანოების წევრები შესაძლოა იყვნენ როგორც საქართველოს(მნიშვნელოვანი საგამონაკლისო დათქმებით), ასევე რაც ძალიან ნიშანდობლივია უცხო ქვეყნების მოქალაქეები. რაც მთავარია ამ ე.წ. საკვალიაფიკაციო კოლეგიების და პალატების წევრები თავის მხრივ უნდა შეარჩიოს უცხოელებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო კომისიამ!!!, რომლის წევრებს და თავმჯდომარეს დანიშნავს საერთაშორისო ორგანიზაცია ან „პარტნიორი“ უცხოეთის სახელმწიფო. სასამართლოს სისტემის „რეკონსტრუქციის“ და რეალურად კი სახელმწიფო სუვერენიტეტის პრაქტიკულად დათმობაზე და უცხოელი პარტნიორებისთვის(სინამდვილეში პატრონებისათვის} ჩაბარების „საინტერესო“ გამოცდილებაზე უფრო კონკრეტულად ქვევით იხილავთ კონკრეტული მაგალითების მიმოხილვისას.

საინტერესოა, რომ ნაშრომის ავტორი ავითარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში დღეს არსებულ პირობებში, პრობლემური იქნება პოლიტიკური ნების არასათანადო სიმტკიცის გამო, ამ პროცესის ჩატარება. მოცემულ პირობებში არ ჩანს არც ადეკვატური ადგილობრივი რესურსი თუ საერთშორისო დახმარება, ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორები იმედგაცრუებულნი არიან მათი დიდი ძალისხმევის მარცხით და რთული იქნება მათი სათანადო ჩართულობის მიღწევა.ყველაფერი ეს ხელს შეუშლის გადამოწმების პრეოცესსაც და ე.წ. სასამართლო კლანი შესაძლოა დაუძვრეს შესაბამისობის შემოწმების ფილტრს, რაც საბოლოოდ პროცესის მარცხის ტოლფასი იქნება. იქვე არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებების კვალდაკვალ, სხვა კონტექსტუალური ფაქტორებიც შეიცვლება და სწორედ შეცვლილ გარემოებათა ფონზე იქნება ეს ყველაფერი გასაკეთებელი. (იხ. გვ.138-139).

ანუ ავტორი მიუთითებს, რომ ეს გეგმა და თეზისები საჭირო დროს უნდა ამოქმედდეს, როდესაც ხელისუფლებაში მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება და გაიხსენებს და ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით კიდევ უფრო „დახვეწავს“ და განაახლებს მოსამართლეებთან ბრძოლის და მათი რეპრესიების „ძველ მეთოდებს“.

ანუ ამ ნაშრომის სახით ერთგვარი გზამკვლევი და ასე ვთქვათ სამოქმედო პროგრამა სოროსის ფონდის მიერ უკვე გამზადებულია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში სასამართლოში რეპრესიების განსახორციელებლად, ვეტინგის საფარქვეშ, ხოლო სოროსის მეორე ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტი (East-West Management Institute) კი უკვე უშუალოდ ა.შ.შ.-ს საელჩოს ხაზით, კანონის უზენაესობის პროგრამის პროექტის ფარგლებში, წლებია მუშაობს შესაბამისი პირობების დადგომისათვის საჭირო ნიადაგის მომზადებაზე, სასამართლოს მაქსიმალური დისკრედიტაციის, „გაშავების“ და ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირების მაქსიმალურად ხელშეწყობის გზით.

რეალურად კი ამ ნაშრომში არაფერი განსაკუთრებული ან დიდად განსხვავებული რეკომენდაციები არ არის მოყვანილი და ის წარმოადგენს უკვე ალბანეთში და უკრაინაში ამოქმედებული და მიმდინარე ვეტინგის პროცესების პრაქტიკულად იდენტურ მოდელს და გადმოწერილ „საერთო ინსტრუქციას“ მსგავსი შემთხვევებისთვის. რეალურად კი როგორ და რა სახით განვითარდა ვეტინგის „სამოდელო“ პროცედურები ზემოაღნიშნულ ორ ქვეყანაში, ამაზე უფრო ვრცლად იხილეთ ქვევით.

ალბანეთის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა „ვეტინგი“-ს ფარგლებში

ეხლა კი უშუალოდ შევეხით უკვე განხორცილებული ვეტინგის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ შემთხვევას ალბანეთში, სადაც აქტორები და დაფინანსებული პროგრამა იქაც ზუსტად იგივე იყო, რაც ამჟამად საქართველოშია. კერძოდ, 2014 წელს ალბანეთის პარლამენტში შეიქმნა მართლმსაჯულების რეფორმის კომიტეტი, ხოლო შემდგომ უკვე მათი დასკვნის გათვალისწინებით, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომელიც არ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და მართებულად მიიჩნია ამ ახალი რეალურად მოსამართლეთა რეპრესიის მექანიზმის შექმნა!!! და 2016 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 9 მილიონ დოლარამდე დაფინანსება გამოეყო ჯორჯ სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტს (East-West Management Institute). (სწორედ იმ ინსტიტუტს და პროექტს , რომელსაც საქართველოში წამოადგენს სწორედ ის ინგა თოდრია, ვისი პოსტითაც ეს განცხადება დავიწყეთ), მიზანი ალბანეთის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება იყო და საინტერესოა, რა მოხდა ალბანეთში? ვინაიდან რეალურად ა.შ.შ.-ს მხარდაჭერილი მთავრობას სასამართლო და მოსამართლეები ბევრ პრობლემას უქმნიდნენ და მათზე კონტროლის მოპოვება ვერ ხერხდებოდა(ფორმალურად ვითომდა კორუფციასთან ბრძოლის საბაბით და საფარქვეშ), ანალოგიურმა ჯგუფმა, ვინც აქ მუშაობს ა.შ.შ.-ს მხროდან სასამართლოს რეფორმირებაზე, წარმოადგინეს ახალი „პროგრესული რეფორმა“ ე.წ. ვეტინგის(მოსამართლეთა თანამდებობებზე შესაბამისობის შემოწმების პროცედურის) სახით და დაიწყეს მოსამართლეთა საკადრო წმენდა – სამი ფორმალური კრიტერიუმით – ქონების, პროფესიონალიზმის და პიროვნულ-პროფესიული წესიერების გადამოწმება. თავშივე კითხვის ნიშნებს აჩენდა ამ ე.წ. რეფორმის ფორმა. შექმნეს რაღაც სუბიექტური და მათთვის სანდო პირებით დაკომპლექტებული ორი კვაზი ორგანო საკვალიფიკაციო კომისია და სააპელაციო პალატა, რომელსაც მოსამართლეები ამ სამი კომპონენტის მიხედვით უნდა შეეფასებინათ. ასევე ამ პროცესში შემოიღეს და ჩართეს საჯარო კომისრების ინსტიტუტი და საერთაშორისო მონიტორები და ასე ვთქვათ ამ 4 სუბიექტის ჩართულობით პრაქტიკულად დაიწყეს გამოაცხადეს „მოსამართლეებზე ნადირობა“. საბოლოოდ, მოხდა რა? სასამართლო სისტემაში შეიქმნა ტოტალური კრიზისი, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდა. კერძოდ, პარალიზებული გახდა ორი სასამართლო: საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის 9 მოსამართლიდან მხოლოდ ერთს შეუნარჩუნდა უფლებამოსილება(სამმა „თავისი სურვილით“ თქვა უარი მოსამართლეობაზე, ხოლო 5-მა მათგანმა კი ვეტინგის პროცედურის შედეგად დატოვეს თანამდებობა), უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში კი, 17-დან მხოლოდ ერთი მოსამართლე აგრძელებდა უფლებამოსილების განხორციელებას, რამაც ამ სასამართლოების წლობით პარალიზება გამოიწვია. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს დაახლოებით 280 მოქმედი მოსამართლიდან მხოლოდ მიახლოებით 1/3-მა შეძლო თანამდებობის შენარჩუნება (გასაგებია ალბათ ამ დარჩენილი მოსამართლეთა ნაწილის შერჩევის კრიტერიუმიც, ესენი იყვნენ აშშ-ს საელჩოს „რჩეული“ მოსამართლეები, რომელთა მსგავსი ფავორიტები საელჩოს საქართველოს სასამართლო სისტემაშიც უკვე ყავს და მათ ინტენსიურად ემუშავება), 35-მა მოსამართლემ „საკუთარი ნებით“ დატოვა თანამდებობა, დანარჩენი კი კოლექტიურად გაუშვეს თანამდებობიდან. რაც მეტად საინტერესოა, ვეტინგის პროცედურა უკვე წლებია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ საბოლოოდ დასრულებული არ არის, რასაც ცხადია ამ წლების განმავლობაში თან ახლავს სასამართლო სისტემის საოცარი წნეხის და ზეწოლის ქვეშ მოქცევა და მუშაობა. თუმცა მიზანი მიღწეულია- მთავრობისთვის მისაღები ძველი და არასანდო მოსამართლეების სანდო მოსამართლეებით ჩანაცვლება.

რატომღაც, მოსამართლეთა კოლექტიური განთავისუფლების ამ ფორმატთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი „რატომღაც“ არ გასჩენია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც ალაბანეთის ვეტინგის პროცესის კანონიერების თაობაზე ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გათავისუფლებული მოსამართლე დაობდა და მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.(XhoXhaj v. Albania), მიუხედავად ამ სასამართლოს აქამდე არსებული მკვეთრად განსხვავებული სასამართლო პრაქტიკისა. უარყოფითი პოზიცია ასევე „რატომღაც“ არც ვენეციის კომისიას არ დაუფიქსირებია. სწორედ იმ ვენეციის კომისიას, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე ყველა რეკომენდაციის სრულად გაზიარების შემდეგ (3-ჯერ განხორციელებული ცვლილებების ფონზე), საქართველოს მიმართ კვლავ რომ კითხვები აქვს ….. და არც „ბებერ“ ევროპას შეუღვიძებია ვინმე ალბანეთში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დასაცავად (დავესესხებით ქ-ნ ინგა თოდრიას). უფრო მეტიც, აშშ და მისი საელჩო, ჯორჯ სოროსის და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით აქტიურად უჭერდა მხარს და აფინანსებდა, მოსამართლეთა კოლექტიურ გაძევებასა მოსამართლეთა გაყრის ამ „მოდერნიზებულ“ რეფორმას, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ ემსახურებოდა სასამართლოს დასუსტებას და მასზე მთავრობის პოლიტიკური კონტროლის დამყარებას.

აღნიშნულ საკითხზე დასავლეთში საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდა და მედია საშუალებებშიც გაშუქდა,კერძოდ:

აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა 2017 წლის მარტში წერილობით მიმართეს სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს და ამერიკელი ხალხის გადასახადებიდან დაფინანსებული და ამერიკელი ხალხის სახელით მაკედონიაში და ალბანეთში განხორციელებული ასეთი გაუგებარი და დანაშაულებრივი პოლიტიკური მოქმედებების გამოძიება მოითხოვეს. 2017 წლის 26 მაისს კი ორგანიზაციამ – Judicial Watch სარჩელით მიმართა სასამართლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს (USAID) საერთაშორისო განვითარების ფონდის მიმართ, ჯორჯ სოროსის ფონდი ღია საზოგადოების და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) მიერ ალბანეთში განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების – აშშ-ის მიერ დაფინანსების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. 

USAID-ის ვებსაიტი აჩვენებს, რომ 2012-დან 2016 წლამდე შუალედში, USAID-მა გასცა გადასახადის გადამხდელთა თითქმის 5 მილიონი აშშ დოლარი უშუალოდ ე.წ.“ქეშად“ ღია საზოგადოების ფონდზე „სამოქალაქო საზოგადოების პროექტისთვის“, რომელიც „მიზნად ისახავს შეაძლებინოს მაკედონიის მოქალაქეებს ანგარიშვალდებული გახადონ მთავრობა“. USAID-ის ვებსაიტი ამისამართებს www.soros.org.mk-ზე და ამბობს, რომ პროექტმა დაატრენინგა ასობით მაკედონელი ახალგაზრდა „ახალი თაობის აქტივიზმში და ახალი მედია ინსტრუმენტების გამოყენებაში“. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ამ პროექტის გარდა, USAID-მა ცოტა ხნის წინ დააფინანსა სამოქალაქო ჩართულობის პროექტი, რომლის პარტნიორია ოთხი ორგანიზაცია, მათ შორის, ღია საზოგადოების ფონდი. ხარჯი მიიჩნევა, რომ დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარია.

მას შემდეგ რაც უკმაყოფილო დარჩნენ აშშ-ს ელჩისთვის გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხებით, სენატორებმა მიწერეს სახელმწიფო მდივანს ტილერსონს და მიუთითეს არა მხოლოდ მაკედონიაში არსებულ სიტუაციაზე, არამედ ასევე მიუთითეს, რასაც ისინი აღწერენ, როგორც „საგანგაშო აქტივობების მოდელი ამ არამდგრად რეგიონში“ – კონკრეტულად ახლობლად მდებარე ქვეყანაზე, ალბანეთზე ვითარებაზე.

„საპატივცემლო ლიდერებმა ალბანეთიდან განაცხადეს იგივე საჩივრები აშშ-ს დიპლომატებისა და სოროსის მხარდაჭერილი ორგანიზაციებისადმი, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური შედეგებისკენ უბიძგებენ მათ ქვეყანას“, ამბობს წერილი, უთითებს რა ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილ ალბანეთის სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც ოპონენტების თქმით მიზნად ისახავს სოციალისტური მთავრობის მხრიდან ქვეყნის მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლის მოპოვებას. 

„ნატოს წევრ სახელმწიფოში ამგვარი ქმედებების დესტაბილიზაციის ეფექტები არის ნათელი და შეიცავს გამოკვეთილი ესკალაციის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები მოსალოდნელია ამ წლის ბოლოს,“ -ნათქვამია წერილში.

აშშ-ის საელჩოს, მისი სახელწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და ჯორჯ სოროსის – აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) მიერ განხორციელებული მსგავსი მოქმედებები გვხვდება მაკედონიაში, რუმინეთში, კოლუმბიაში. 

აღნიშნულ თემაზე აქტიურად მუშაობდა ამერიკული ორგანიზაცია Judicial Watch, რომელმაც აქტიური ძალისხმევის ფასად და მათ შორის სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით გამოითხოვა მთელი რიგი ოფიციალური დოკუმენტაცია მოცემულ თემასთან დაკავშირებით.

Judicial Watch-მა მოიპოვა 32 გვერდიანი ჩანაწერები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ობამას ადმინისტრაციამ აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა თანხები გადაუგზავნა ჯგუფს, რომლის უკან დგას მილიარდერი ჯორჯ სოროსი. ჯგუფმა ფული გამოიყენა ალბანეთში მემარცხენე პოლიტიკური აქტივობებისათვის, მათ შორის, ქვეყნის სოციალისტურ მთავრობასთან სამუშაოდ, უაღრესად საკამათო სასამართლო „რეფორმის“ ხელშეწყობისთვის. ჩანაწერები ასევე დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ ეხმარებოდა სოროსის ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელთა თანხებით დაფინანსების მოსაპოვებლად სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საგრანტო აპლიკაციების გადახედვაში.

ჩანაწერების მოპოვებული იქნა 2017 წლის 26 მაისს, ინფორმაციის თავისუფლები აქტის (FOIA) მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს (USAID) წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში. Judicial Watch-მა უარი თქვა სარჩელზე, მას შემდეგ რაც მიიღო დოკუმენტები და აუნაზღაურდა ადვოკატის ხარჯები.

ახალი დოკუმენტები აჩვენებს, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა სააგენტოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტის გავლით, რათა მხარი დაეჭირა ალბანეთში სოროსის მემარცხენე ღია საზოგადოების ფონდისთვის, უფრო კონკრეტულად სოროსის სამოქმედო მცდელობებისთვის სოციალისტურ მთავრობას უფრო დიდი კონტროლი მოეპოვებინა მართლმსაჯულებაზე. როგორც მოხსენებიდან ჩანს, USAID-მა 2016 წელს 9 მილიონი აშშ დოლარი გადასცა კამპანიას „მართლმსაჯულებაზე ყველასთვის“, რომელსაც ზედამხედველობს სოროსის „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“(East-West Management Institute).

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, 2017 წლის მარტში, აშშ-ს სენატორების 6 კაციანმა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სენატორი მაიკლ ლი, გაუგზავნა წერილი იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს რიქს ტილერსონს, რომელშიც სთხოვდნენ მას გამოეძიებია ბრალდებები, რომ აშშ-ს მთავრობა იყენებდა გადასახადის გადამხდელთა თანხებს ალბანეთში სოროსის ფონდის დასახმარებლად. წერილის თანახმად, „ფონდი ღია საზოგადოება ალბანეთმა და მისმა ექსპერტებმა, USAID-ის დაფინანსებით, შეიმუშავეს საკამათო სტრატეგიის დოკუმენტი ალბანეთის სასამართლო რეფორმისთვის. ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს „რეფორმები“ საბოლოოდ მიზნად ისახავს მოაპოვებინოს პრემიერ მინისტრს და მემარცხენე ცენტრისტულ მთავრობას სრული კონტროლი მართლმსაჯულებაზე“. ალბანეთის პარლამენტში, ოპოზიციის ლიდერებმა სტრატეგიას „სოროსის მიერ დაფინანსებული რეფორმა“ უწოდეს. 

ობამას ადმინისტრაციის მემკვიდრეობა, ალბანეთში აშშ-ს ელჩი დონალდ ლუ, მჭიდროდ არის დაკავშირებული სოროსთან და ალბანეთის სოციალისტურ მთავრობასთან. 2017 წლის მაისში, ლუმ ხელი შეუწყო ოპოზიციური პარტიის გეგმებისთვის ძირის გამოთხრას გაეპროტესტებინათ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, განაცხადა რა, რომ აშშ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, იმ შემთხვევაშიც, თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან მონაწილეობაზე. ლუ აშშ-ს პრესაში აღწერილია, როგორც „ალბანეთის სასამართლო რეფორმების გამწევი ძალა“.

სასამართლო დამკვირვებლის მიერ გამოქვეყნებული ახალი ჩანაწერები შეიცავს 2016 წლის აპრილის თვის ჩანაწერებს ტირანაში(ალბანეთის დედაქალაქი) აშშ-ს საელჩოსგან, საიდანაც ირკვევა, რომ საელჩომ სოროსის ღია საზოგადოების ფონდთან ერთად „დაასპონსორა“ გამოკითხვა ალბანეთის მოქალაქეებში „სასამართლო რეფორმის ცოდნის, მხარდაჭერის და მოლოდინების“ გასაზომად. სოროსის ჯგუფის გამოკითხვის თანახმად, „გამოკითხულთა 91% ან „მთლიანად მხარჭს უჭერს“ ან „მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს“ სასამართლო რეფორმის საჭიროებას“. გამოკითხვას არ დაუზუსტებია, თუ რა სახის რეფორმას ისახავდა მიზნად სოროსის ჯგუფი. 

გარდა ამისა, 2017 წლის თებერვლის ჩანაწერები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა გადასახადის გადამხდელთა თანხები სოროსის ღია საზოგადოების ფონდთან ერთად სასამართლო რეფორმაზე მეორე გამოკითხვის დასაფინანსებლად, რაც არსებითად გაამყარებდა ალბანეთის მთავრობის მემარცხენეთა კონტროლს. მოხსენების თანახმად, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორი და ღია საზოგადოების ფონდი – „თითოეული გამოყოფდა თანხებს ადგილობრივი ორგანიზაციისათვის, სასამართლო რეფორმის მცდელობებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩასატარებლად“. 

„ალბანეთის სოციალისტური მთავრობის მიერ მხარდაჭერილ მემარცხენე მილიარდერ ჯორჯ სოროსთან პირდაპირი საიდუმლო შეთანხმებით ობამას ადმინისტრაციამ ჩუმად დახარჯა აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა სულ მცირე 9 მილიონი აშშ დოლარი. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა სოროსის ჯგუფის დახმარება გადასახადის გადამხდელთა თანხების სხვა ჯგუფებისთვის მიმართვაში“ – განაცხადა სასამართლო დამკვირვებლის პრეზიდენტმა ტომ ფიტონმა. „ჯორჯ სოროსი არის მილიარდერი და ის არ უნდა იღებდეს გადასახადის გადახდელთა მხარდაჭერას რადიკალურად მემარცხენე დღის წესრიგის განვითარებაში, რათა ძირი გამოუთხაროს თავისუფლებას აქ, სახლში და საზღვაგარეთ“. 

ეხლა კი შევეხოთ სულ რაღაც უკრაინაში სასამართლო სისტემის ირგვივ განვითარებულ მოვლენებს.

უკრაინის მართლმსაჯულების სისტემის 2-ჯერადი რეფორმა ე.წ. „ვეტინგი“-ს ფარგლებში

ასევე საინტერესო პარალელი ივლება უკრაინაში განხორციელებულ სასამართლოში მოსამართლეთა საკადრო წმენდის პროცესებთან. პირველ ჯერზე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა უკრაინაში და რიგგარეშე არჩევნების შედეგად პრეზიდენტი გახდა ბატონი პოროშენკო, 2016 წელს უკრაინაშიც შეიქმნა საკვალიფიკაციო კომისია, რომელიც მსგავსი კრიტერიუმებით აფასებდა მოქმედ მოსამართლეებს პროფესიონალიზმი, კეთილსინდისერება, ეთიკა და ფსიქოლოგირი მდგრადობა. შეფასების დაწყებამდე ნებაყოფლობით თანამდებობა დატოვა დაახლოებით 2000 მოსამართლემ. მოსამართლეებს მოეხსნათ სრული იმუნიტეტი. იქაც ცხადია ამ პროცესის ორგანიზებაში და მართვაში ა.შ.შ.-ს განვითარების სააგენტო -USAID და იგივე აქტორები იყვნენ ჩართულნი. 

უზენაეს სასამართლოში ჩატარდა რეორგანიზაცია და ძველი მოსამართლეების გაშვების ფონზე, დაინიშნენ ახალი მოსამართლეები.

საბოლოოდ უკრაინაშიც მოსამართლეთა კორპუსის დიდწილად „ძველი კადრების“ წმენდა განხორციელდა, მათი ჩანაცვლება მოხდა ახალი მოსამართლეებით , თუმცა ამას იქაც მოჰყვა კადრების უკმარისობა და კრიზისი სასამართლო სისტემაში, რაც აისახა საქმეების განხილვის ვადებზე და ხარისხზე.

რაც მთავარია, USAID-ს პროექტის ფარგლებში 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევით, ამ რეფორმის საფუძველზე, უკვე ხელისუფლების შტოებს შორის ყველაზე მაღალი ნდობა მიიღო სასამართლო სისტემამ 12%(რომელიც რეფორმამდე 5% იყო), მთავრობამ მიიღო 10%-იანი, ხოლო რადამ კი 8 %-იანი ნდობა.

თუმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი და უკვე უკრაინის ახალი პრეზიდენტის ზელენსკის პერიოდში, დაიწყო სრულიად ახალი სასამართლო რეფორმა. კერძოდ, 2021 წლის ზაფხულში უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს – რადას მიერ მიღებულ იქნა „სამართალწარმოებისა და მოსამართლეთა სტატუსის’ შესახებ კანონი, რომელმაც განსაზღვრა მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის ფორმირების წესი. ამ კომისიას მიენიჭა მომავალში 2000 ახალი მოსამართლის არჩევის და 5000 მოქმედი მოსამართლის ატესტაციის უფლებამოსილება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ მთავარ როლს ამ კომისიის ფორმირებაში შეასრულებენ უცხოელები. საკვალიფიკაციო კომისიის წევრობის კანდიდატებს შეარჩევს თავის მხრივ სპეციალური კომისია, რომელიშიც შევლენ 6 წევრი. 3 მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე, ხოლო სამი კი საერთაშორიო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ე.წ. ექსპერტები. თუმცა თუ ხმები თანაბრად გაიყოფა, უპირატესობა ენიჭებათ უცხოელი ექპერტების ხმებს!! ამასთან უცხოელებს წვდომა ექნებათ მოსამართლეთა კონკურსების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან. მათთვის გახსნილი იქნება ყველა მონაცემთა რეესტრი, მათ შეეძლებათ მიმართონ ხელისუფლების ორგანოებს, კომპანიებს და ორგანიზაციებს კონფიდენციალური ინფორმაციების გამოთხოვის თაობაზე, საკვალიფიკაციო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. რაიმე საკვალიფიკაციო მოთხოვნები თვით ამ საერთაშორისო ექსპერტების მიმართ არ არსებობს: უკრაინული ენის ან კანონმდებლობის ცოდნა და ა.შ.

ანუ რეალურად გადამწყვეტი ხმა მოსამართელთა დანიშვნისას მიენიჭათ უცხოელებს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ რადამ ქვეყანა გადასცა უცხოეთის საგარეო კონტროლს, ხოლო ა.შ.შ.-მ და ევროკავშირმა კი პირიქით მოიწონეს ეს გადაწყვეტილება. 

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისის დასაწყისში პრეზიდენტის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ამბობდა შემდეგს: თუ ადამიანები ამბობენ, რომ „მოდით ჩვენ მოვახდენთ არჩევას და მართვას(იგულისხმება მოსამართლეები), მოდით მაშინ ღიად ვთქვათ, გვინდა გადავცეთ სასამართლო სისტემა საერთაშორისო ინსტიტუციებს „აუთსორსინგზე“(გარკვეული ფუნქციების გარე მართვაზე გადაცემა)“.

მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დღეს ზელენსკის პარტიის პოზიცია შეიცვალა და სულ რამდენიმე კვირაში, კერძოდ ივლისის თვის დასაწყისში რადამ მიიღო ეს კანონი. ალტერნატიულ კანონპროექტებს, სადაც უცხოელების დომინანტური როლი არ ფიგურირებდა და რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული, მკაცრად აკრიტიკებდა ვენეციის კომისია. კენჭისყრამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე ივნისის შუა რიცხვებში ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო შეხვდა კიევში პრეზიდენტ ზელენსკის. ის მოლაპარაკებისას არწმუნებდა, რომ გადამწყვეტი ხმა ამ პროცესში უნდა ჰქონოდათ უცხოელებს. კიეველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან განაცხადა კიდეც, რომ „ჩემი აზრით, ეს არის აუცილებელი მსხვერპლი იმისათვის, რომ დემოკრატიული ვითარება გაუმჯობესდეს ქვეყანაში, წინსვლა მოხდეს ევროპული მიმართულებით“.

2021 წლის 16 ივნისს განცხადება გაავრცელა ა.შ.შ.-ს საელჩომ უკრაინაში, სადაც მოიწონა უცხოელი ექსპერტების ჩართვა ამ პროცესში. და ბოლოს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა კატეგორილად მოითხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელმაც ეს საკითხი პირდაპირ დაუკავშირა მათი მხრიდან ახალი კრედიტების მიცემას უკრაინისთვის.

ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებდა, რომ ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციის რიგ მუხლებს და ფაქტობრივად ადგენდა უცხოეთის მმართველობას ამ სფეროში.

ა.შ.შ.- ს და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებმა კი პირიქით მიესალმნენ ამ კანონის მიღებას. 

უფრო მეტიც, ამერიკელებმა ასევე შეახსენეს უკრაინას, რომ ელოდებიან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოს – მართლსმაჯულების უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასაც. თუ მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის დანიშნავს მოსამართლეებს, ამჟამინდელ მართლსმაჯულების უმაღლესი საბჭოს შეეძლება მათი გათავისუფლება და ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, რადაში განსახილველად დაარეგისტრირეს კანონპროექტი სპეციალური საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც შეარჩევს საკუთარი წევრობის კანდიდატებს და შემდომ უკვე „შეამოწმებს“ მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას. გადამწყვეტი ხმის უფლება აქაც შეთავაზებულ იქნა უცხოელთათვის.

მართლაც უმოკლეს ვადაში, უკვე 2021 წლის 14 ივლისს რადამ მიიღო კანონი „მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს შესახებ“, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს ანიჭებს გადამწყვეტ როლს ამ ორგანოს ფორმირების პროცესში. კანონი ითვალისწინებს ეთიკური საბჭოს შექმნას , რომელიც აფასებს კანდიდატურის შესაბამისობას მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს წევრობასთან. ეთიკურ საბჭოშიც განისაზღვრა 6 წევრიანი შემადგენლობა და მასში 3 წევრი შეირჩევა მოქმედი ან ყოფილი მოსამართლეთაგან, ხოლო დანაჩენი 3 წევრი კი უნდა დასახელდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებთანაც ბოლო 3 წლის განმავლობაში უკრაინა თანამშრომლობს სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული მიმართულებით. თუმცა ამ კანონს გააჩნია უმნიშვნელოვანესი დათქმა, რომელიც რეკომენდირებულ იქნა ვენეციის კომისიის მიერ, რომ ეთიკური კომისიის ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, თუ მას მხარს არ დაუჭერს მინიმუმ 2 უცხოელი ექსპერტი!!.

ამ კანონით ასევე განისაზღვრა, რომ ეთიკის საბჭომ, მისი ფორმირების შემდეგ, უნდა შეამოწმოს მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრების საქმიანობა და შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობებთან.

ასევე რადას მიღებულ კანონში გათვალისწინებულ იქნა, რომ მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება გათავისუფლდეს მისი დამნიშნავი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე, იმ შემთხვევაში თუ ეთიკური საბჭოს დასკვნა ამ წევრის მიმართ ნეგატიური იქნება.

საბოლოოდ უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის(რომელსაც მიენიჭა მომავალში 2000 ახალი მოსამართლის არჩევის და 5000 მოქმედი მოსამართლის ატესტაციის უფლებამოსილება) და მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა-შემოწმების პროცესში(მათი შემრჩევი და შესაბამისობის დადგენის სპეციალური კომისიის და ეთიკური საბჭოს ფარგლებში) გადამწყვეტი ფუნქცია გადაეცა უცხოელ ექსპერტებს და პრაქტიკულად ამით სახელმწიფომ ოფიციალურად დათმო სუვერენიტეტის ნაწილი, ხელისუფლების მესამე შტოს -მართლმსაჯულების სისტემის ნაწილში.

ეხლა კი საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ რა ხდება საქართველოს მაგალითზე: ანალოგიური სქემით ა.შ.შ.-ს საელჩოს ჩართულობით, ზუსტად ალბანეთის მსგავსად, 2016 წელს საქართველოში USAID-ის მიერ გამოცხადდა კანონის უზენაესობის მხარდაჭერის 5 წლიან პროექტზე(სახელწოდებით PROLOG) კონკურსი და მასში გაიმარჯვა სოროსის იმავე ორგანიზაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტმა (East-West Management Intitute), რომელსაც ხელმძღვნელობს საია-ს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, რომელიც ამავე დროს მეტად დაახლოებულია პირია და არის ქართული არასამთავრობო სექტორის უახლოესი თანამოაზრე და პირადი, უშუალო მეგობრობა აკავშირებს მათ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ეკა გიგაურთან და მთლიანობაში მათ ძირითად შემადგენლობასთან, ხოლო მისი მოადგილე სწორედ ინგა თოდრიაა, ვისი პოსტითაც დაიწყო ეს განცხადება. ამ 5 წლიან პერიოდში სწორედ PROLOG -ის პროექტის ფარგლებში ფინანსდებოდა კლიპები, ფილმები, სადაც მიმდინარეობდა სასამართლოზე მიზანმიმართული ცილისწამებლური კამპანია, სასამართლოს შიგნით შერჩევით ხდებოდა მოსამართლეთა ფავორიტიზმის ნიშნით დაყოფა და გარკვეული „სანდო ჯგუფის“ გამორჩევა, რომლებსაც სისტემის შიგნით ხელოვნური დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუხტი უნდა შეეტანათ. ასევე მიმდინარეობდა მათი შერჩევითად ა.შ.შ.-ს სასწავლო ვიზიტებში გაშვება თუ ადგილობრივ ლექცია-სემინარებზე მათი ჯგუფური მიპატიჟებები და ა.შ. ამ 5 წლიანი პროექტის ამოწურვის შემდეგ, 2021 წელს ისევ საელჩოს ჩართულობით და USAID-ის დაფინანსებით გამოცხადდა ახალი პროექტის კონკურსი უკვე ოდნავ სხვა სახელწოდებით ROLP(rule of law program -კანონის უზენაესობის პროგრამა), რომლის ხანგრძლივობაც ასევე 5 წელია და რომლის ბიუჯეტი ამ პერიოდზე შეადგენს დაახლოებით 25 მილიონ!! ა.შ.შ. დოლარს(არც წინა პროექტის ბიუჯეტი იყო შესამჩნევად ნაკლები და რაში დაიხარჯა უკვე ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს). ვინ გაიმარჯვა ამ კონკურსში: ცხადია ისევ სოროსის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტმა (East-West Management Intitute) იგივე ხელმძღვანელობით ცხადია და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ სასამართლოზე შეტევის მასშტაბები ამ პროექტის მოქმედების ვადაში. მიზანი რჩება იგივე ცხადია: სასამართლოს შიგნით პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებას და სისტემის საბოტაჟი და დესტაბილიზაცია, ხოლო გარედან ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის წარმოება კლიპების, ფილმების თუ სხვა „ნაცნობი მეთოდებით“, რომ როგორმე სასამართლოს განვითარება ამოვარდეს ნორმალური კალაპოტიდან და იქაც შეაღწიოს მაქსიმალურად ოპოზიციის პოლიტიკურმა დღის წესრიგმა.

რა გათვლები აქვთ სასამართლოზე? ვინ არიან მათი ფავორიტი მოსამართლეები და რა ნიშნით არჩევენ მათ? ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: ერთ-ერთია თელავის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლე მამუკა წიკლაური(რომელიც ამავდროულად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდის ყოფილი მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას ცოლისძმაა), რომელიც ჩასაფრებულია და ნებისმიერ საქმეს იხილავს დესტრუქციული მიდგომებით, ოღონდ როგორმე არ დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბრალდების ნებისმიერი მოთხოვნა და საბოტაჟი გაწიოს სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, ვინაიდან მათ ხელისუფლებასთან აიგივებს. საერთოდ არ ითვალისწინებს არც საქმის მასალებს, დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, დაზარალებულს თუ მსხვერპლს ფაქტორს. არაერთხელ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაუთავისუფლებია თუ გაუმართლებია მკვლელები, პედოფილები, გამაუპატიურებლები, მოძალადეები და ა.შ., რომლებსაც შემდგომ ზემდგომ ინსტანციებში გირაო პატიმრობით შეეცვალათ ან დამნაშავედ იქნენ ცნობილნი და აი სულ ეხლახანს ოქტომბრის თვეში მან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მამაკაცი, რომელიც ქალზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, რის შემდეგაც სულ რამდენიმე დღეში ამ კაცმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა იმავე გოგონას. 

ეს მოსამართლე სასწავლო ვიზიტით 2- ჯერ იყო ა.შ.შ.-ში, როგორც თვითონ აღნიშნავს 2022 წლის 27 ოქტომბრის ფეისბუქ-პოსტში, ხოლო როგორც ა.შ.შ-ს საელჩოს 25 აგვისტოს ფეისბუქ-პოსტიდან ვგებულობთ(, რომელსაც თან ფოტოსურათიც ახლავს,) 6 მოსამართლე, მათ შორის მამუკა წიკლაური, ამა წლის აგვისტოს თვეში სასწავლო ტურის ფარგლებში ატლანტაში წაუყვანიათ. აღნიშნულ ვიზიტზე ასევე ინფორმაცია განთავსებულია ა.შ.შ.-ს ვებ-გვერდზეც.

ამ ვიზიტის ვიზიტის ამსახველი ფოტოები ასევე შეგიძლიათ იხილოთ მოსამართლე მადონა მაისურაძის(რომელიც ასევე ამ ვიზიტში იმყოფებოდა) 2022 წლის 13 და 14 აგვისტოს ფეისბუქ-პოსტებზე დანართის სახით. მერე რა რომ მამუკა წიკლაურზე ეს ამაზრზენი ფაქტები დიდი ხანია ცნობილია, არაერთხელ გაშუქდა ტელევიზიით და სხვა მედია-საშუალებებით, თუმცა მაინც ეტყობა ის წარმოადგენს საელჩოსთვის მისაღებ და სანდო მოსამართლეს. ეს დახარისხება კარგ და ცუდ მოსამარათლეებად ქალბატონმა ელჩმა დეგნანმა გარკვეული ხნის წინ დაიწყო და ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. უკვე ცხადია მისი შეფასების მთავარი ინდიკატორი რაც არის. ეს ფავორიტიზმი და მოსამართლეების დახარისხება ვიზიტების შერჩევაშიც აშკარად ჩანს.

ჩვენ ასევე წინა წერილში ყურადღება გავამახვილეთ საელჩოს კიდევ ერთ ფავორიტ მოსამართლე ნინო ბაქაქურზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა მთელ სისტემაში და კატასტროფული სტასტისტიკა აქვს, თუმცა აშშ-ს საელჩო, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ სხვა 2 მოსამართლესთან ერთად, მის გადანიშვნას ითხოვს ავტომატურად უვადოდ სწორედ აგვისტოს ზემოთ ნახსენები „რეკომენდაციების“ ფარგლებში, რაც კანონსაც და ყველანაირ საერთაშირისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ გახდომისათვის საერთოდ განსხვავებული, უპრეცედენტო სტანდარტის პროცედურა დაინერგა, მათ შორის უცხოელი პარტნიორების და თვით აშშ-სა საელჩოს ჩართულობით, რომელიც ავტომატურად გადანიშვნას ცალსახად გამორიცხავს. ეს მშვენივრად იციან საელჩოში, თუმცა მაინც დაჟინებით ითხოვენ თავიანთ რეკომენდაციებში ამ სამი მოსამართლის ავტომატურად უვადოდ გამწესებას.

უფრო ფართო პრიზმაში თუ შევხედავთ მოვლენებს, როგორი სასამართლო და მოსამართლეები უნდათ და მიაჩნიათ მისაღებად და რაზე მუშაობს იგივე საელჩო, USAID, სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი (East-West Management Institute) და მისი ხელმძღვანელები გიორგი ჩხეიძე და ინგა თოდრია?

ამის მარტივი მაგალითია ასევე 2016 წლის ზაფხულის საკონსტიტუციო სასამართლოს მოვლენები, სადაც ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული და მათი ერთგული აქტივისტი მოსამართლეები, იმჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გაუგონარ ნაბიჯებს დგამდნენ, დაუფარავად ცდილობდნენ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას – მაშინდელ საარჩევნო პროცესში კოლაფსის შექმნის გზით, რითაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი. შესაბამისად დაუფარავად ცდილობდნენ ე.წ. „საკონსტიტუციო რევოლუციის“ სცენარის განხორციელებას. უფრო მეტიც, თავიანთივე კოლეგებმა მაშინ წერილით ამხილეს ეს მოსამართლეთა ჯგუფი და საერთოდ უპრეცედენტო ფაქტზეც კი მიუთითეს, რომ მოხდა ე.წ. სარჩელის გამოცვლა პოლიტიკურ ნიშნით გამორჩეულ საქმეზე იმგვარად, რომ უკვე შესული სარჩელი სავარაუდოდ „სანდო“ მოსამართლეთა მიერ გადამოწმების შემდეგ შენიშვნებით დაუბრუნდა მხარეს და მას უკვე შესწორებული და მოთხოვნების კუთხით გაზრდილი სარჩელი შემოიტანა, რომლითაც მოხდა იგივე სარეგისტრაციო ნომრით ძველი სარჩელის ჩანაცვლება. 

ცხადია მიზანი იყო რომ ხელი არ შეშლოდა ამ სარჩელის დაკმაყოფილებას და შედეგი პრაქტიკულად წინასწარვე გადაწყვეტილი იყო ოპოზიციის სასარგებლოდ. ამით რეალურად იკვეთებოდა მოსამართლეების ერთ ჯგუფსა და გარკვეულ მოსარჩელეებს (ძირითადად მათ დამნიშნავ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ნაციონალური მოძრაობას) შორის ფარული თანამშრომლობის ნიშნები. ასევე მოსამართლეთა იმავე წერილის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს იმჟამინდელი თავმჯდომარე პოლიტიკური ნიშნის შემცველი საქმეების გამიზნულად „სანდო“ 1-ლი კოლეგიის მოსამართლეებზე ახდენდა საქმეთა ხელოვნურ განაწილებას, იგივე თავმჯდომარე აფორსირებდა პლენუმზე გადაცემული საქმეების ჩანიშვნას( ასე მაგალითად ერთ-ერთი ამგვარად სენსიტიური საქმე პლენუმმა განიხილა მისთვის გადაცემის მეორე დღესვე, მეორე საქმე მე-3 დღეს და ა.შ., როცა სხვა პლენუმის საქმეებისთვის გათვალისწინებული იყო გონივრული რამდენიმე თვიანი ვადები)და ასევე უპრეცედენტოდ სწრაფ ვადებში იხილავდა სწორედ ეს 1-ლი კოლეგია პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს, მაშინ როდესაც გაცილებით ადრე შემოსული „რიგითი“ საქმეები წლობით ელოდებოდნენ განხილვას. ნამდვილად არ გვახსოვს მაშინდელი საელჩოს (იმჟამად ელჩი იყო იან კელი)თუ ამერიკელი ხალხის სახელით მოლაპარაკე პროექტის წარმომადგენლებისა ან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ხმა და თუნდაც ფორმალური შეშფოთების რეაქციაც კი(ვითომც არაფერი მომხდარა) ამგვარ სრულიად გაუგონარ სასამართლო მანიპულაციებზე და წარმოიდგინეთ დღეს ეს რომ მომხდარიყო საერთო სასამართლეობში, რა აჟიოტაჟი და „ორკესტრირებული“ ისტერია იქნებოდა გაჩაღებული სწორედ საელჩოს თაოსნობით. შესაბამისად საკონსტიტუციოს მაშინდელი თავმჯდომარის და „სანდო“ პირველი კოლეგიის უმრავლესი მოსამართლეების მაშინდელი მოქმედება არის სწორედ ის „ქცევის მოდელი“, როგორც უნდა მოიქცეს დღევანდელი საერთო სასამართლოები და იუსტიციის საბჭო, რომ „პრობლემები“ არ ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში არანაირი თავდასხმები, გაუგონარი და უპრეცედენტო ცვლილებების მოთხოვნა საერთოდ აღარ იქნება საჭირო, თუ მოსამართლეთა კორპუსი „დესტრუქციულ“ როლს მოირგებს და პოლტიკურ საბოტაჟში ჩაერთვება. აღარ იქნება არანაირი კრიტიკა თუ პერსონალური თავდასხმები და შეწყდება პიროვნული შეურაცხყოფები მათთვის საინტერესო ე.წ.„სენსიტიური საქმეების“ განმხილველ მოსამართლეებზე, აღარ მოხდება ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ და ერთგვარი სანქციის სახით დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებასაქმეზე(მაგალითად მოსამართლე ლ. ჩხიკვაძის შემთხვევა), შეჩერდება დასპონსორებული „შავი პიარის“ კამპანიები(გარკვეული კლიპების თუ ფილმების სახით) და ა.შ.

ყველა ზემოთ მოყვანილი გარემოება უთითებს იმაზე, რომ აშკარად იკვეთება ა.შ.შ.-ს საელჩოს და მისი პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური როლი მართლმსაჯულების სისტემაში ფავორიტი მოსამართლეების გამოკვეთის, მათი მიმხრობის და მათთან აქტიური „მუშაობის“ კუთხით, რათა მათ, თავის მხრივ, შემდგომ უარყოფითი და დესტრუქციული მუხტი აქტიურად შეიტანონ სასამართლო კორპუსში, გააღვივონ ხელოვნური შიდა დაპირისპირება, საბოტაჟური მიდგომები და ა.შ. 

ამ ყველაფრის დასტურია აშშ.-ს საელჩოს 2021 წლის 2 ნოემბრის უპრეცედენეტო და უტაქტო განცხადება, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიური ეტიკეტისთვის და პრაქტიკისთვის მართლაც უანალოგოა, სადაც სასამართლო კორპუსი დაყოფილია ერთის მხრივ კვალიფიციურ და საქმისადმი ერთგულ, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის ძირის გამომთხრელ მოსამართლეებად. განცხადებაში სასამართლო ხელისუფლება კი მოხსენიებულია დახურულ სისტემად , რის გამოც თურმე ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი გამოთიშულია პროცესიდან. 

ასევე ამავე ხაზის გაგრძელებაა, ის გარემოებები რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები თავიანთ 2022 წლის 20 ივლისის განცხადებაში ამბობენ. კერძოდ, წლებია აშშ-ს საელჩოს მიერ დე ფაქტო იგნორირებულია და პრაქტიკულად ე.წ. „არაღიარების პოლიტიკას“ აწარმოებს იუსტიციის მოქმედი საბჭოს და მისი წევრების მიმართ. რეალურად ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების მთავარი ორგანოს მიზანმიმართული დაკნინება, არანაირი თანამშრომლობა მასთან, ხოლო ამის საპირისპიროდ „მუშაობა“ და ინდივიდუალური კომუნიკაცია კონკრეტულ მოსამართლეებთან საბჭოსთან ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე. უფრო მეტიც, ელჩი პირადად ისე რომ საერთოდ არ ატყობინებს არც საბჭოს, არც მის თავმჯდომარეს და მდივანს, საკმაოდ „უცნაურად“ სისტემატიურ ვიზიტებს ახორციელებს სხვადასხვა სასამართლოებში, რაც კიდევ ერთი დასტურია ამ ყველაფრის. და ეს მაშინ, როდესაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ერთხელაც კი არ შეხვედრია. (იხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება.) 

ამ ვიზიტებს და შეხვედრებს ცხადია თავისი დატვირთვა და შინაარსი აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვით ელჩის ვიზიტი სასამართლოებში ფავორიტ მოსამართლეებს პოზიციებს უმაგრებს და სხვა მოსამართლეებს აჩვენებს, რომ მათ საელჩოს სრული მხარდაჭერა გააჩნიათ. ლოგიკურად და სავარაუდოდ სასამართლოს სისტემაში გადასადგმელ ნაბიჯებზე, „საჭირო“ მოსამართლეთა გამორჩევაზე, ზოგად სამოქმედო სტრატეგიაზე, მათ შორის სასამართლოებში პირადი ვიზიტების ორგანიზებაზე, მოსამართლეებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციაზე, საბჭოს გვერდის ავლის და სხვა ნაბიჯებზე და ზოგადად სამოქმედო ტაქტიკაზე რჩევებს და რეკომენდაციებს იძლევიან სწორედ მართლმსაჯულების მიმართულების პროექტის ხელმძღვანელები გიორგი ჩხეიძე და მისი მოადგილე ინგა თოდრია, რომლებიც კარგად იცნობენ სასამართლო სისტემას და უშუალოდ მოსამართლეებს, ვინაიდან მართლმსაჯულების პროექტს ხელმძღვანელობენ უკვე წლებია აშშ-ს საელჩოს ხაზით.

ასეთი მიდგომებით საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „დე ფაქტო“ არაღიარების და იგნორირების პროცესი ეხლა უნდა გადაიქცეს უკვე „დე იურედ“, რომ იუსტიციის საბჭოში მოხდეს პოლიტიკური პროცესების და ოპოზიციური პარტიების გავლენების შეტანა, ისე როგორც ფავორიტი მოსამართლეების ხელით შიდა დაპირისპირების გამწვავება და საბოლოოდ უნდა მოხერხდეს იუსტიციის საბჭოს პარალიზება, რასაც უკვე შემდეგ მოჰყვება ნაც. მოძრაობის და პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფავორიტი მოსამართლეების შეყვანა საბჭოში და სასურველი პირების მოსამართლეებად დანიშვნა სისტემაში. სწორედ ამას ემსახურება ეს უპრეცედენტო და დაუსაბუთებელი ცვლილებების კატეგორიული მოთხოვნა საელჩოს მხრიდან, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც უკვე მათ მიზნები რეალურად მიღწევადი ხდება. 

ამდენად, სხვადასხვა ქვეყანაში რეფორმის სახელით განხორციელებული რეპრესიული მოქმედებების, მკაფიო მაგალითია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, სოროსის ორგანიზაციის ჩართულობით ალბანეთში და უკრაინაში განხორციელებული სასამართლოს წმენდისა და სისტემის ჩამოშლის მკაფიო მაგალითები. საქართველოში ზუსტად იმავე აქტორების -საელჩოს, USAID-ის და სოროსის იგივე ადგილობრივი ორგანიზაციის – აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute)ანალოგიური სასამართლო რეფორმების პროექტის ზემოთ აღწერილი „მუშაობა“ იძლევა პარალელების გავლების ლეგიტიმურ საფუძვლებს იმ მოვლენებთან, რასაც სხვა ქვეყნებში ჰქონდა ადგილი. ამას ადასტურებს ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ინგა თოდრიას მხრიდან გაკეთებული ფეისბუქპოსტიც – „მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა …. ახლა გამოჩნდება რისი ტრ… გვაქვს“ (იგულისხმება 2012 წლიდან ძილი). ეს ყველაფერი კი, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ქ-ნი ინგა თოდრიას მიერ მომზადებული და აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმის მიმართულებით წარდგენილი ნებისმიერი ინსტრუქცია/რეკომენდაცია ემსახურება სასამართლო სისტემის დესტაბილიზაციას, მოსამართლეების ხელოვნურ დაყოფას „კვალიფიციურ“, „საქმისადმი ერთგულ“ და სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის ძირის გამომთხრელ მოსამართლეებად(რაც საელჩომ ზემოთ მოყვანილ განცხადებაში დააფიქსირა), რასაც შედეგად გარდაუვლად სახელმწიფოში მართლმსაჯულების სისტემაში ქაოისის შეტანა და საბოლოოდ ჩამოშლა მოყვება.

სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ძალისხმევა სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და მისი გაძლიერებისაკენ იყოს მიმართული და არ დავუშვათ ისეთი სახის უპრეცედენტო გარე ჩარევების(ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს)განხორციელება,რაც გამოიწვევს ხელოვნურ კოლაფს მართლმსაჯულებაში და პოლიტიკურ კრიზისს,რითაც ისარგებლებს რადიკალური ოპოზიცია,ანალოგიურად 2003 წლისა“,- წერს ზურაბ ქადაგიძე . 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,596 ნახვა
%d bloggers like this: