პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: კასიანოვის საქმიანობა არის მავნებლობა. ჩემი აზრით, ელჩი ასე არ უნდა იქცეოდეს

Nusagi

„მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქმიანობა არის მავნებლობა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ კასიანოვს აქვს მისია, რომ კიდევ უფრო გააფუჭოს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. როგორც ჩანს, საგანგებოდ იგონებს საკითხებს… მისი საქმიანობა არის მავნებლობა. ჩემი აზრით, ელჩი ასე არ უნდა იქცეოდეს“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასობრივად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,379 ნახვა
%d bloggers like this: