Uncategorized

არაერთხელ მომისმენია ლევანისგან მსგავსი ლოზუნგები და სადღეგრძელოები, თუ რამის გაკეთება უნდა, საქმით დაამტკიცოს – ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს. 

მისი თქმით, ხაბეიშვილის განცხადებებისგან ყველა დაიღალა და მას თუ რამის გაკეთება უნდა, საქმით უნდა დაამტკიცოს.

„ლევანის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ არაერთხელ მომისმენია ლევანისგან მსგავსი ლოზუნგები და სადღეგრძელოები ურეზულტატოდ. ასე რომ, თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, საქმით ამტკიცოს და არა განცხადებებით, რომლისგანაც აბსოლუტურად ყველა დაღლილია. წარმოდგენა არ მაქვს ფიზიკურ დაცვაში რა იგულისხმება, ლევანის უნდა ვკითხოთ“, – განუცხადა დოლიძემ Pia.ge-ს.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა:

„თუ საჭირო გახდა, შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ. აქ საუბარია მიშა სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,631 ნახვა
%d bloggers like this: