პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: უკრაინის გაამრჯვება ძალიან სიმპათიურ და კარგ კაცზეა დამოკიდებული 

ენმ-ს წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში ვლადიმერ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს და წერს:

„დღეს გმირი ერის გმირი პრეზიდენტის დაბადების დღეა.
უკრაინის გამარჯვება დიდ წილად სწორედ ამ ძალიან სიმპათიურ და კარგ კაცზეა დამოკიდებული, რომელმაც უმძიმეს ვითარებაში ქვეყნის ეფექტიანი მართვისა და პირადი ვაჟკაცობის საოცარი უნარი გამოავლინა.
მსოფლიოში ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, რაც ევროპასა და მთელს მსოფლიოში ახალი ერის დასაწყისის წინაპირობა იქნება.
უკრაინის გამარჯვებასა და გამთლიანებაზე საქართველოს პუტინისტების რეჟიმისგან გათავისუფლება, ევროპული მომავალი და გამთლიანებაცაა მნიშვნელოვნად დამოკიდებული, ამიტომ მთელი გულით ვუსურვებ პრეზიდენტ ზელენსკის ჯანმრთელობას, გაძლებასა და გამარჯვებას! 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,427 ნახვა
%d bloggers like this: