საზოგადოება

გუდაურსა და ბაკურიანში უთოვლობის გამო, სეზონი პირწმინდად ჩავარდა – შალვა ალავერდაშვილი

Nusagi

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, გუდაურსა და ბაკურიანში უთოვლობის გამო წლევანდელი სეზონი ჩავარდნილია. ამის შესახებ ალავერდაშვილმა „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან რომ ბაკურიანი უფრო საოჯახო კურორტია, იმდენი ზარალი არ აქვს, რამდენიც სხვა კურორტებს. 

„მინდა აღვნიშნო რომ უთოვლობის გამო წლევანდელი სეზონი ჯერჯერობით პირწმინდად ჩავარდა გუდაურსა და ბაკურიანში, თუმცა ბაკურიანი მაინც უფრო ტრადიციული კურორტია და საოჯახო კურორტად მიიჩნევა, სადაც ქართველი შიდა მომხმარებელი უფრო მეტია. რა თქმა უნდა, ზარალი აქვს, თუმცა ყველაზე დაზარალებულ კორორტებად გუდაური და სვანეთი შეიძლება ჩაითვალოს. 

წელს გვქონდა პირველი პრეცედენტი, როცა მოთხილამურეებს ველოდებოდით ისრაელიდან, 15 ათას სტუმარზე წინასწარი ჯავშნები გვქონდა მიღებული და ისრაელიდან საქართველოში ტურისტებიდან შემოყვანის ახალი მიმართულება იწყებოდა, ეს იყო სამთო-სათხილამურო მიმართულება. 

გაწერილი იყო ყოველი დღე, სასტუმრო, რესტორანი, კვება, აბსოლუტურად ყველაფერი და სეზონის განმავლობაში მხოლოდ 15 ათასი ტურისტი ისრაელიდან უნდა ჩამოსულიყო. სამწუხაროდ, ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა უთოვლობამ და დღემდე ველოდებით, იქნებ თოვლი მოვიდეს“, – განაცხადა ალავერდაშვილმა. 

ალავერდაშვილის განცხადებით, ერთადერთი კურორტი, სადაც ახლა თოვლია, ეს გოდერძია და შესაბამისად, სეზონიც კარგია. 

„სამთო-სათხილამურო კურორტების ძირითად სტუმრებად ყოველთვის ითვლებოდა წინა წლებში უკრაინა, რუსეთი, თუმცა წლევანდელ წელს მოლოდინი მაინც უფრო იყო ისრაელზე და მათ შორის დუბაიც იყო ჩართული. ჩვენდა სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს. 

ერთადერთი კურორტი, სადაც ახლა თოვლია, ეს არის გოდერძი, ვისაც სრიალი უნდა იქ მიდის, გოდერძიზე საკმაოდ კარგი სეზონი გვაქვს. სამწუხაროდ, სეზონი არ არის სვანეთში უთოვლობის გამო. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა სეზონის განმავლობაში იქ არსებული ინფრასტრუქტურა, ვგულისხმობ სასტუმროებსა და რესტორნებს. 2018 წლის შემდეგ ზამთრის სეზონმა ვერცერთ წელს ვერ გაამართლა. რაც შეეხება ხელოვნურ გათოვლიანებას, ეს ძალიან კარგია, თუმცა ხელოვნური გათოვლიანების პრინციპი არის ის, რომ თოვლი უნდა დაემატოს“, – დასძინა ალავერდაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,631 ნახვა
%d bloggers like this: