ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ვაშინგტონ პოსტის“ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ში მიიჩნევენ, უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს.
„ძალიან დამაფიქრა აშშ-ს მთავრობის განცხადებამ. ეს რომ მაპატიეთ რიგითი ამერიკელი იყოს კიდევ ხოო, მაგრამ როცა სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ უკრაინისთვის მთავარი NATO-ს წევრობა კი არა ძლიერი არმიაა, ხოლო ყირიმის საკითხი კი შეიძლება გადაიდოს. ჩნდება მარტივი კითხვა თუ ეს ომის დამთავრების ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ ? რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს..“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.